გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რის შეცვლას ცდილობენ ბავშვები მარნეულში

აისულ შაპარაევა, 18 წლის, სოფელი ხულდარა.
ქენან შერიფოვი, 17 წლის, სოფელი სადახლო.

აისუნ შაპარაევა: “ბავშვობიდან მახსოვს, რომ მშობლები ნაგავს ბაღში წვავდნენ”.

ქენან შერიფოვი: “ერთ დღეს ნათესავის ბავშვები იყვნენ ჩემთან სტუმრად. Სათამაშოდ ადგილს ეძებდნენ. Მე ეს ნაგავსაყრელი მივასწავლე, რადგან ბავშვობაში ჩვენ სულ აქ ვთამაშობდით. Ამ ნაგავს ჩვენ ვერც ვამჩნევდით. Ბავშვები ხუთ წუთში მობრუნდნენ. Ჩვენ იმ ნაგავში ვერ ვითამაშებთო. Მაშინ გავაცნობიერე, რომ ნაგვის მინდვრებში გადაყრა პრობლემა იყო”.

აისუნ შაპარაევა: “ნაგვის სუნიც სულ დგას. Ზაფხულში ვერ აღებენ ფანჯრებს”.

ქენან შერიფოვი: “პირველი ნაგვის ურნები ათი წლის წინ დადგეს. Სადახლო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. Ამ სოფელში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი ცხოვრობს. Მაგრამ ძალიან ცოტა ნაგვის ურნა გვაქვს”.

აისუნ შაპარაევა: “შარშან ორი ნაგვის ურნა მოიტანეს და სოფლის შესასვლელთან დადგეს. Თუმცა, ვისაც მანქანა არ ჰყავს, ნაგავს სახლთან ახლოს, მინდორში ყრის.” 

ქენან შერიფოვი: “ადრე არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩამოჰქონდათ ურნები. Მახსოვს, ათი ურნა ჩამოიტანეს და სხვადასხვა ადგილებში დადგეს. Ამ ყველაფერმა გავლენა იქონია ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ურნები დაამატეს”.

აისუნ შაპარაევა: “Ადრე იმიტომ არ მოჰქონდათ ნაგვის ურნები, რომ ხულდარაში გზა არ იყო. Ნაგვის მანქანები სოფლებში ვერ ჩამოვლენ ურნების დასაცლელადო. Იმედია, ახლა ჩამოიტანენ. Წელს გზები გააკეთეს”.

ქენან შერიფოვი: “სულ გვეუბნებიან ბევრ ნაგვის ურნას დავამატებთო. Სულ ამას ამბობენ. Ამატებენ, ურნებს მაგრამ მხოლოდ მთავარ ქუჩებზე და არა ყველგან, სადაც საჭიროა.” 

აისუნ შაპარაევა: “როცა რადიო მარნეულში ვმუშაობდი ჟურნალისტად, რამდენიმე მასალა მოვამზადე ამ თემაზე. Მინდოდა რაც შეიძლებოდა მეტ ადამიანს გაეგო ჩვენ პრობლემაზე. Მთავარი სურთულე მაშინ იწყება, როცა ადამიანებთან ინტერვიუს ჩაწერა მინდა. Მინდა, რომ ამიხსნან რატომ ყრიან ნაგავს ნაგავსაყრელებზე. Რა პრობლემები აქვთ. Მაგრამ კამერას რომ ხედავენ არავინ მთანხმდება საუბარზე. Ყველა მეუბნება, რომ გამოჩენის ეშინიათ. “

ქენან შერიფოვი: “მე ვიცი, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება. Რამდენიმე პროექტი დავწერეთ. Ჩვენმა პირველმა პროექტმა გაიმარჯვა და მერე ჩვენი სოფლის დეპუტატს მივმართეთ. Ჩვენ სოფელში რამდენიმე ურნა დაამატეს. Ყველაზე რთული ადამიანებთან კომუნიკაცია იყო. Ჩვენი აქტიურობა აღიზიანებდათ. Ჩვენ სირცხვილს სხვას რატომ ანახებთო. Ჩვენ სირცხვილს მედიაში რატომ აქვეყნებთო. Იცი, ყველაზე ხშირად რას მეუბნებიან? Როცა ვინმეს ვეუბნები აქ ნაგავი არ დაყარო-თქო, მეუბნებიან, მარტო მე ვყრი? Მარტო მე რატომ მეუბნებიო. Ეს სიტყვები ხანდახან მეც მიკარგავს საქმის კეთების ხალისს”.

აისუნ შაპარაევა: “მეუბნებიან, რომ ამ საქმეს მარტო ჩვენ ვერ მოვაგვარებთო, მთელმა მოსახლეობამ უნდა ამოიღოს ხმაო. Ყველა ერთმანეთს ელოდება და არავინ არაფერს არ აკეთებს. Მე მელოდებიან. Იმედი აქვთ, მაგრამ ხმის ამოღების ეშინიათ. Ხალხი მეუბნება, რომ ნაგვის ურნებს თუ ჩამოატანინებ, ერთი ჩვენ სახლთან ახლოს დაადგმევინეო”.  

მასალაზე მუშაობდა გიულგიუნ მამედხანოვა

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა