გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ფოთლები

როცა არავინ წუხს, შეიძლება ყველაფერი მოხდეს!

იანვარში კალიფორნიის საგამოძიებო ორგანომ დააკავა ცოლ-ქმარი ტურპინები, რომლებსაც ბრალი 13 შვილის წამებაში ედებათ. დედ-მამა მათ წლების განმავლობაში არაადამიანურად ექცეოდა: უკრძალავდა ჭამას, ღამით ძილს, ბანაობას, სხვა ბავშვებთან თამაშს, მეზობლებთან გამოლაპარაკებას და, საერთოდ, სახლიდან გასვლას. დასჯის მიზნით, მშობლები მათ ჯაჭვებით საწოლებზე სისტემატურად აბამდნენ, ბანაობის უფლებას კი წელიწადში ორჯერ აძლევდნენ, არ დაჰყავდათ სკოლაში და აცხადებდნენ, რომ ფორმალურ განათლებას სახლში აძლევდნენ – თავიანთი სახლის მისამართზე ოფიციალურად რეგისტრირებულ საშინაო სკოლაში. შინ განათლებას ამერიკაში მილიონობით ბავშვი იღებს. ეს ამერიკელი მშობლების კონსტიტუციური უფლებაა ჯერ კიდევ 1923 წლიდან. თუმცა კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით, არავის ევალება, შეამოწმოს საშინაო სკოლების მდგომარეობა – მოსწავლეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ანდა საგანმანათლებლო პროცესი.

ტურპინების შესახებ ონლაინ გამოქვეყნებული სტატიების ქვეშ ათასობით კომენტარი გროვდება, ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს, ანდა დაბნეული სვამს კით

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა