გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რუსთავის ჰაერისა და გარემოს დასაცავად

როგორ მიდიან მოქალაქეები ცვლილებებისკენ

რუსთავის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე ენთუზიასტმა ოთხი წლის წინ კამპანია დაიწყო. მოძრაობას “გავიგუდეთ” დაარქვეს, რითაც ისევ რუსთავის უკიდურესად დაბინძურებულ ჰაერზე მიანიშნეს. 

“გავიგუდეთ” თავიდანვე გამოირჩეოდა კრიზისულ სიტუაციებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული მუშაობის უნარით. 

დაწვრილებით

კონსტრუქცია და მიზნისკენ ეტაპობრივი სიარული “გავიგუდეთ”-ს  ცენტრალურ ხაზად დღესაც გასდევს. მათი ადვოკატირების კამპანიის შემდეგ შეიცვალა ის, რომ: 

>> რუსთავის მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე აქვს ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ. უფრო ბევრმა ადამიანმა, ვიდრე ოთხი წლის წინ, იცის ისიც, რომ ეს ყოველივე კავშირია საწარმოების დარღვევებით მუშაობასთან. 

>> შექმნილია 2020-2022 წლების რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა. მასში შედის: ქალაქში გამონაბოლქვის შემცირება, გამწვანების აქციები, ახალი კანონმდებლობის მიღება.


თუმცა გამოწვევად რჩება:
გეგმის სრულყოფილად შესრულება.

 “გავიგუდეთ” თანამშრომლობს სხვადასხვა სკოლასთან და ხშირად მართავს გამწვანების აქციებს. ახლად დარგულ ხეებს უწყობენ სარწყავ სისტემას, სხლავენ და უვლიან.  იციან, რომ ხეების დარგვა რუსთავის ჰაერის დაბინძურებას ვერ შეამსუბუქებს, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ეს ააქტიურებს ეკოლოგიურ აზროვნებას და უფრო პოპულარულს ხდის საკუთარ ქალაქზე ზრუნვის სწორ მიდგომებს.

2021 წლის გაზაფხულზე დამტკიცდა ახალი კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“.

ამ კანონის მიხედვით:

  • საწარმოებმა მილში თვითმზომის მექანიზმი უნდა ჩააყენონ, ეს მექანიზმი ჩართონ ქსელში და ამ ქსელიდან ავტომატურად მიაწოდონ ინფორმაცია გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს. შესაბამისად, დარღვევების შემთხვევაში საწარმოები ავტომატურად დაჯარიმდებიან.
  • დარღვევებისთვის ჯარიმები 5000 ლარიდან 40 000 ლარამდე გაიზარდება.
  • გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს საშუალება ექნება, ადგილზე დააჯარიმოს ან დალუქოს საწარმო, რაც აღარ გამოიწვევს სასამართლოში თვეობით საქმეების გახანგრძლივებას.

ფიქრობენ, რომ კანონის ამოქმედება რუსთავში ეკოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. 

>> თუმცა, ბოლო ცნობით, კანონის შესრულების მონიტორინგს სახელმწიფო 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს.

ფოტო: მოძრაობა "გავიგუდეთ"

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა