გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველი | თამარ მშვენიერაძე

„როგორ უნდა მოახერხოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლარიზაციის გადალახვა, როცა თვითონ აქვს უღრმესი პოლარიზაცია შიგნით შენობაში?”

„თუ არხის მენეჯმენტს უნდა ჩვენთან ლაპარაკი, ჩვენ მზად ვართ. მათ უნდა დატოვონ როლი, რომ მხოლოდ თავად წარმოადგენენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩვენც ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი.“

თამარ მშვენიერაძე, „რეალური სივრცის“ პროდიუსერი

2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაწყებული პროევროპული პროტესტის პარალელურად, საპროტესტო აქციები იმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც - აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, პირველმა არხმა ობიექტურად გააშუქოს მიმდინარე მოვლენები, მეტი საეთერო დრო დაეთმოთ პროტესტის მონაწილეებს, ღიად და თავისუფლად ისმოდეს საზოგადოების ხმა.

პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება ხალხს, თანამდებობიდან უნდა გადადგნენ გენერალური დირექტორი - თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - ვასილ მაღლაფერიძე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა