უსახლკარო | შეხვედრები სერგო ფარაჯანოვთან
1989 წლის შემოდგომაზე სტუმრები ჩამომივიდნენ უნგრეთიდან. თბილისში სულ 2 დღე რჩებოდნენ – გაგრაში უნდა წამეყვანა. დიდი ამბით დავუგეგმე გასეირნება მცხეთაში, სალობიე, ხელოვნების მუზეუმი... ლასლო ფილოლოგია და ვიფიქრე, მთაწმინდაზე ავიყვან-მეთქი. „ცისფერი გალერეაც“ გამახსენდა. აქ საშემოდგომო გამოფენა მოაწყვეს (მგონი მას მერე არც გამართულა), ბუნებრივია, „პატრიოტულ“ თემაზე შესრულებული ნამუშევრებით. ბუნებრივია იმიტომ, რომ ეს 1989 წლის შემოდგომაა. საქართველოს ჯერ აპრილის ტრავმა მოშუშებული არ ჰქონდა და ახალი ბრძოლებისთვის ემზადებოდა.
ლასლომ მთელი ეს გეგმა გადამიხაზა.
„ამდენი დრო არა გვაქვს. ზღვაზე გვინდა. ერთადერთი, რაც მართლა არ უნდა გამოგვრჩეს, ეს ფარაჯანოვის სახლია. გვითხრეს, თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობა ეგააო“.
უნგრელი მეგობრები არ აჭარბებდნენ – „პერესტროიკის“ ეპოქაში სერგო ფარაჯანოვის სახლზე მთაწმინდაზე, კოტე მესხის ქუჩაზე, ლეგენდები დადიოდა. კინოსტუდიის თანამშრომლებს, რომლებიც უცხოელი სტუმრების ვიზიტებს გეგმავდნენ (სავარაუდოდ, კაგებესთან ერთად), სერგო არასდროს ავი
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი
გირჩევთ