უცნაურად იჩეხება ბანქო, დედოფალო...
13.04.2020 | 5 წუთიანი საკითხავი1935 წელს, ქალაქ ხარბინში, ერთი ახალგაზრდა ქალი გატაცებით კითხულობდა ალექსანდრ დიუმას „დედოფალ მარგოს“, და როცა შეატყობინეს, რომ მის დიდ ოჯახში გოგო გაჩნდა და ამ გოგოს მარგარიტა დაარქვეს, უმალვე გადაწყვიტა: დაიბადა დედოფალი მარგო.
დიუმას მკითხველისა და დედოფალ მარგოს „ნათლიის“ ცხოვრების გარიჟრაჟზე ყველაფერი ჩინებულად გამოიყურებოდა. გოგონას მამა „ამერიკის ბანკში“ მუშაობდა, ბაბუა ვლადივოსტოკში ვაჭრობდა და შეძლებული კაცი იყო. მართალია, გოგონას აინუნში არ მოსდიოდა, რომ ვლადივოსტოკი რუსეთია – ტრეპანგის ყურეში ცხოვრობდა, მაგრამ ეს სხვა ამბავია, ძალიან გრძელი და სხვების მიერ მოსაყოლი... გოგონას საუკეთესო გუვერნანტები ჰყავდა, რუსული არისტოკრატიის შვილები, და სამი მშობლიური ენა ჰქონდა: ჩინური, რუსული, ინგლისური, და ეს სულაც არ იყო არაჩვეულებრივი რამ – სხვა თუ არაფერი, ჩინურ-რუსული ლექსიკონის ავტორის ოჯახის წევრი იყო. ამ გოგონამ უმაღლესი განათლება იტალიაში მიიღო, დაოჯახდა, შვილები შეეძინა, და ასე ცხოვრობდა, ადამიანურად.
მერე კი ყვე
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი