ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უმბერტო ეკო

უმბერტო ეკო დაიბადა  პიემონტის ოლქის პატარა ქალაქ ალესანდრიაში. მისი ოჯახი ეკონომიკურად  არც ისე ძლიერი იყო. ამიტომაც, მშობლები ბავშვობიდან  იურისტობას ურჩევდნენ. თუმცა უმბერტო ეკომ საბუთები ტურინის  უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე შეიტანა. დაიწყო შუა საუკუნეების  ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლა.
“კარგი წიგნი ავტორზე ჭკვიანი უნდა იყოს. ხშირად ის მოგვითხრობს ისეთი რაღაცების  შესახებ, რაზეც ავტორი არც კი დაფიქრებულა”.
- უმბერტო ეკო
უმბერტო ეკო მუშაობდა ტელერადიოკომპანია რაი–ში, კითხულობდა ლექციებს ტურინის უნივერსიტეტში. მისი შემოქმედებითი კარიერა დაიწყო წიგნით  “წმინდა თომას ესთეტიური პრობლემა”, რომელსაც 1959 წელს მეორე ნაშრომი,  “შუა საუკუნეების ესთეტიკის განვითარება” მოჰყვა. ამ ორი წიგნით უმბერტო ეკომ შეძლო თავის დამკვიდრება  იმდროინდელი იტალიის სამეცნიერო წრეებში,  როგორც შუა საუკუნეების დიდმა მცოდნემ. ”ფუკოს ქანქარა ” უმბერტო ეკოს მეორე რომანია.

ხათუნა ცხადაძე:
„ფუკოს ქანქარას“ ვთარგმნი.  უცნაური შეგრძნება მაქვს. რამის კითხვა რომ მომინდეს, ცოცხალი აღარაა. მისი ელ. ფოსტის მისამართზე ვფიქრობ რატომღაც, რომელიც  აღარასოდეს აღარ გაიხსნება.  ისე, ვინ იცის. იქნებ დაუტოვა კიდეც ვინმეს პაროლი. ცოლს, მაგალითად. „პირველად რომ ითარგმნა ჩემი ნაშრომი ინგლისურად,  მიხაროდა, რომ ჩემს ცოლს მთლად შტერი აღარ ვეგონებოდიო.“ 
უმბერტო ეკოს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა  “ვარდის სახელმა” და “პრაღის სასაფლაომ”.
“ყველგან მშვიდობას ვეძებდი და ერთ ადგილას ვიპოვნე ეს - კუთხეში, წიგნით”.
- უმბერტო ეკო