უნიტაზი, აბაზანა და შერონ სტოუნი | ნინო, ვაშინგტონი
15.04.2020მახსოვს მიტინგის დარბევის კადრები, მოხუცებს ურტყამდნენ ხელკეტებს და თითქმის ამის პარალელურად, ანუ, ძალიან მალე, შერონ სტოუნი ჩამოვიდა თბილისში. მახსოვს რეპორტაჟი მისი ნომრიდან, პანორამა მისი საწოლიდან, უნიტაზი, აბაზანა, სადაც შერონ სტოუნი ბანაობდა. მაშინ დედაჩემს ვუთხარი, ეს არ არის ჩემი სამშობლო-მეთქი. მქონდა ძალიან მძაფრი შეგრძნება იმის, რომ ეს არ იყო ჩემი რეალობა.
ვიფიქრე, ცოტას გავნიავდები-მეთქი და წავედი მეგობართან, სამი თვით, ამერიკაში. მერე აეწყო ისე, რომ დავრჩი. თბილისში ვმუშობდი ძალიან ნორმალურ სამსახურში, კარგი ხელფასით. მყავს მშობლები და ბევრი მეგობარი, მაგრამ ის ცხოვრება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.
გამიგია ბევრისგან: ჩამოვედი ექვსი თვით და შემოვრჩი ოცდახუთი წლით. მე არ შემოვრჩი – რა მომენტშიც ვიგრძნობ, რომ იქ აღარ მინდა, ვიცი, რომ დავბრუნდები სახლში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაქვს სახლი, სადაც ბრუნდები.
უბრალოდ, საქართველოში დრო გაჩერდა. გუშინ და გუშინწინ კი არა, უფრო ადრეც. არ ვიცი, ამას სხვებიც გრძნობენ თუ არა, მაგრამ მე მგონია, თითქოს ყოველთ
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი