უშგული ზამთარში
17.01.2022
წელიწადში თითქმის ექვსი თვე უშგული თოვლითაა დაფარული. იმის გამო, რომ შხარას ძირში მდებარე დასახლება გარე სამყაროს სრულად არ მოსწყდეს, უშგულამდე მისასვლელი გზა მუდმივად იწმინდება, თუმცა ზამთარში აქ გადაადგილება მაინც ჭირს და სოფელიც შედარებით ცარიელია. გარეთ მხოლოდ საშინაო საქმეებზე გამოსული ადამიანების ფეხის ხმა, ძაღლების ყეფა და ცხენების ძახილი ისმის.
გირჩევთ

კოშკების ოსტატი | ბამუ ფილფანი სვანეთიდან
28.10.2020
კულინარიული რიტუალი სვანეთში
09.02.2020