გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სიყვარული ვალენტინობა ხახვი კეროლ ენ დაფი დალილა გოგია ვალენტინი

ვალენტინი | კეროლ ენ დაფი

კეროლ ენ დაფი - ბრიტანელი პოეტი, პირველი გეი ქალი, რომელიც პოეტ ლაურეატად დაინიშნა დიდ ბრიტანეთში.


ვალენტინი

წითელ ვარდს ან ატლასის გულს არა.


გჩუქნი ხახვს.

მრუმე ფურცლებში გახვეულ მთვარეს.

მოაქვს ნათელი,

თითქოს სიყვარულს ტანთ ნელა ვხდიდეთ.


აი, ინებე.

მწარე ცრემლები

თვალს დაგიბინდავს საყვარელივით 

და შენს ანარეკლს

მწუხარებით ააცახცახებს.


ვცდილობ შენთან ვიყო მართალი.

არავითარი ღია ბარათი ან კოცნის კვალი.


მხოლოდ ხახვს გჩუქნი.
მძვინვარე კოცნა დაგრჩება ტუჩზე, 
ისიც ერთგული და მესაკუთრე.

როგორიც ჩვენ ვართ,

და ვიდრე ჩვენ ვართ.


გამომართვი.

პლატინისფერი მისი ყულფები

შემცირდება საქორწინო ბეჭდის ზომამდე,

თუ მოისურვებ.

სასიკვდილო.

მისი სურნელი თითებიდან არ მოგშორდება,

არ მოშორდება არც შენს დანას.


თარგმნა დალილა გოგიამ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა