გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ველური პროცესები #4 - ინტერვიუ ლექსო რატიანთან

ურბანულ სივრცეს არ შეუძლია ახალ ხმებთან წინააღმდეგობის გაწევა. ის, რაც გუშინ მისთვის არაბუნებრივი იყო, დღეს მის ხასიათსა და ჟღერადობას განსაზღვრავს. ასე გაითავისა თბილისმა მშენებლობისა თუ საცობებიდან წამოსული სიგნალის ხმები, ტრანსპორტისა თუ შენობებზე დამონტაჟებული კონდიციონერების ძრავების რახრახი. ეს ინდუსტრიული ხმაური ხშირად აუტანელია, თუმცა როდესაც ქალაქი ნებდება, ნებდება მისი მოსახლეობაც და ახალ ხმებთან ერთად იწყებს ცხოვრებას.

სიტყვა „ხმას“ ლექსიკონში ამდაგვარი განმარტებაც მოეპოვება: ცნობა, ამბავი, რომელიც გავრცელდა.

ხმა ამბავიცაა და მოყოლის ფორმაც. და რადგანაც ეს ფორმა ხშირად აბსტრაქტულია, ეს უწესრიგობა მუსიკოსს თავისუფლებას აძლევს, თავად განსაზღვროს, თუ რა აითვისოს მისგან. ეს სემპლინგის პრინციპია, როდესაც სხვის მიერ უკვე წარმოებული ბგერათა ერთობლიობიდან, შენთვის სასურველ მონაკვეთს იღებ და საკუთარი მუსიკალური კონტექსტის ნაწილად აქცევ და იმავე ფორმის, სრულიად ახალ ამბავს იღებ.

ინტერვიუების ამ ციკლში, კითხვებს თბილისში მცხოვრები, ოთხ განსხვავებულ ჟანრში მომუშა

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა