გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვიქტორია ლომასკო

ვიქტორია ლომასკო: პარალელური სამყაროები

სოციალური კომიქსების მხატვარი და აქტივისტი ვიქტორია ლომასკო თანამედროვე ცხოვრების უნიკალურ ქრონიკას ქმნის: მისი არტი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ასახავს - სოციალური და პოლიტიკური წინააღმდეგობების ქრონიკას, ხმაურიან სასამართლოებს, ქალების ჩაგვრას, ლგბტ პირების დისკრიმინაციას, რუსეთის პროვინციების ცხოვრებას... 2011 წლიდან დღემდე მას რვა პერსონალური გამოფენა ჰქონდა, სადაც რვა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სერია წარმოადგინა. ვიქტორია ლომასკო თბილისში უკვე მეორედაა - აქაც, ისევე როგორც ბევრგან, ეძებს ადამიანებს, უსმენს და ხატავს.

ვიქტორია: ინსტიტუტის შემდეგ, სამი წელი ჟურნალების ილუსტრატორად ვმუშაობდი და თან, სულ რაღაცას ვეძებდი. ქალაქში დავდიოდი და ჩანახატებს ვაკეთებდი. მომწონდა მოსკოვი თავისი სიჭრელით და იმით, რომ ამ ქალაქში სხვადასხვა სამყაროები არსებობს, რომლებიც ერთმანეთთან არც კი იკვეთება. ვმოგზაურობდი ამ პარალელურ სამყაროებში და ადამიანებს ვუსმენდი. 2007 წლიდან ვისმენ ისტორიებს და რეპლიკებს ვინიშნავ. ასე აღმოვაჩინე, რომ ჰიპსტერულ კაფეს

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა