გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ცენზურა

კინო და ცენზურა 7 | ვინ გვარცხვენს? – ევროპა, ნაწილი I

ნაწილი 7

1934 წელს ლონდონში გამოვიდა წიგნი „კინო ქრისტესთვის“, რომლის ავტორიც ეკლესიისა და კინემატოგრაფის კონკურენციაზე მსჯელობდა და ცდილობდა, ფაქტებით დაედასტურებინა, რომ კინო ქრისტიანულ ეკლესიას მრევლს ართმევს. „დიდ ბრიტანეთში, სულ მცირე, 20 მილიონი ადამიანი ყიდულობს კინოთეატრის ბილეთს, ეკლესიაში კი რამდენი დადის?! შესაძლებელ მაქსიმუმზეც რომ ვილაპარაკოთ, მათი რიცხვი 4 მილიონს არ ასცდება“, – წერდა წიგნის ავტორი, რობერტ ბერნეტი.

თუკი ამერიკაში ეკლესიები ფაქტობრივად კინოს დაბადებისთანავე უწყობდა ხელს ჰოლივუდში რელიგიური ჟანრის განვითარებას, ევროპაში ასეთი შეთანხმება კინოსა და ეკლესიას შორის არ შემდგარა. გერმანელ ექსპრესიონისტებს და ფრანგ ავანგარდისტებს წმინდანებისა და მოციქულების ცხოვრება დიდად არ ანაღვლებდათ, ევროპულ კინოს, ჰოლივუდისგან განსხვავებით, ბიბლიური სიუჟეტები ნაკლებად აინტერესებდა.

1912 წელს ვატიკანმა ეკლესიებში ფილმების ჩვენება აკრძალა. ამ აკრძალვიდან რამდენიმე წელიწადში იტალიაში ტაძრების გვერდით პატარა კინოთეატრების შენება დაიწყეს. წირვიდან

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა