კინო და ცენზურა 5 | ლიბერალური ცენზურა – აშშ, ნაწილი პირველი
ნილ გებლერის წიგნმა „საკუთარი იმპერია“ ერთდროულად გაახარა და აღაგზნო კიდეც პოსტსაბჭოთა ეპოქის ანტისემიტები. ტექსტი რუსულად „პერესტროიკის“ დროს ითარგმნა. მაშინ ებრაელთა და მასონთა შეთქმულების თეორიები ჯერ კიდევ არ იყო მოდაში, თუმცა „ჟიდო-მასონებზე“ დაწერილი ტექსტების რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა; ამ „შავ ბროშურებს“ მოკლე ხანში ყველგან გადააწყდებოდით – სუპერმარკეტებში, წიგნის და ფირფიტების მაღაზიებში, მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელებში.
ეს გამოცემები, თანამედროვე კულტურაზე უფრო, ჰოლივუდზე მსჯელობით იწყებოდა – ვინ განსაზღვრავდა ამერიკული კინოს პოლიტიკას? რა მიზნით აშენდა „ოცნებების ფაბრიკა“? როგორ ურეცხავდა ამერიკული კინო ტვინს მსოფლიოს; ამას მოჰყვებოდა მსჯელობა ებრაელთა შეთქმულებაზე და იქვე იყო ხოლმე ციტატები გებლერის წიგნიდან.
„საკუთარი იმპერია“, წიგნი, რომლის ავტორი ჰყვება, თუ როგორ ააშენეს ჰოლივუდი ებრაელებმა, ისევეა დოკუმენტური პროზა, როგორც ზღაპარი დევნილებზე, რომელთაც სამშობლოში სახლები დაუწვეს, მშობლები და ნათესავები დაუხოცეს, გააუპატიურეს, ამერიკამ კი მათ კარი