გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აქცია დემონსტრაცია

ვით ეჟვნები

პარლამენტის წინ ან კანცელარიასთან. ასე, 6-7 საათი. შეიძლება წვიმამაც გამოურიოს. განათება ისეთი, როგორიც ჩვენი ბავშვობის გაყინულ სახლებში, როცა მშობლებმა დენის ეკონომიის მიზნით დიდ, ბროლის, თორმეტნათურიან ჭაღებზე მხოლოდ ერთი ნათურა დატოვეს. ახალი მომხდარია რაღაც, რისი შეცვლაც და გამოსწორებაც აღარ შეგვიძლია. ვთქვათ, ყოველგვარი სამხილის გარეშე 8 წელი მიუსჯიათ ადამიანისთვის. ვდგავართ კანტიკუნტად. ასე, ორი საათი ვჩერდებით. შეიძლება სამიც. იმედგაცრუებულები, გაყინული ფეხებით, მივუყვებით გზას სახლისკენ, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, ისევ იმავე ადგილას ვხვდებით. პარლამენტის წინ ან კანცელარიასთან. ასე, 6-7 საათი. შეიძლება წვიმამაც გამოურიოს. ასეთი იქნება ჩემი ჯოჯოხეთი. უეჭველად. კიდევ ის უშნო არწივიანი შენობაც იდგება იქ და „ბარგალკების“ ორკესტრიც მშენებლობაზე.

თუმცა, ხანდახან მგონია, რომ ჯოჯოხეთმა უკვე გამოჟონა. ზედმეტად გავმარტივდით. სილაღე და მოულოდნელობა დავკარგეთ. გამოთაყვანებულ მეცნიერ-დინოზავრებთანაც კი დაგვსვეს საერთო მაგიდაზე. გაცნობიერებული არ გვაქვს, ვის ვებრძვით და რისთვის. ის მაი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა