გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხმამაღლა ვილაპარაკოთ | ეკა ქევანიშვილი

ან ყველაფერი, ან არაფერი. დამიჯერეთ.

იმიტომ, რომ ნახევრად ნათქვამი საბჭოთა საბავშვო ბაღის მაკარონის სუპივით წყალწყალაა.

მოჰყევით ყველაფერი ბოლომდე იმიტომ, რომ თუ მარტო იმას იტყვით, რომ მან თავზე ხელი გადაგისვათ, დედამ, შეიძლება, გიპასუხოთ: რა მოხდა, ის ხომ კეთილი ბიძიაა და ამით მორჩეს – საჭმლის მორევა გააგრძელოს. მამა კი, მამამ შეიძლება ვერც ვერაფერი გაიგონოს. ან სპეციალურად ისე ხმადაბლა თქვათ ყველაფერი, რომ არ გაიგონოს – თქვენ ხომ ამ ასაკში ძალიან, ძალიან გეშინიათ. მეც მეშინოდა, მაგრამ დღეს ძალიან დიდი და ძლიერი ვარ საიმისოდ, რომ ამაზე ხმამაღლა და იქნებ, თქვენ მაგივრადაც ვილაპარაკო, გოგოებო და ბიჭებოც. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ამ ამბავში ერთნი ვართ.

ახლაც ხელები მიკანკალებს, როცა ვიხსენებ, როგორ გიახლოვდება ძალიან ნაცნობი ხელი და გეხება. უცნაურია, უყურებ და ეს ის ადამიანია, ვისთან ერთადაც გუშინ კარტს თამაშობდი, თუ ძველ საბურავებს აგროვებდი ჭიაკოკონობისთვის. ახლა კი, მისი ხელი რაღაცნაირად გველივით თავშ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა