გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გადახსნილი, თიხისფერი მთები

„პატარა კახეთს ეძახდნენ ბალიჭს ძველად, კოლმეურნეობის დროს. მოწინავეები ვიყავით. სავსე იყო აქაურობა ცხვრით, ვენახით, საქონლით, ხილიც გვქონდა. მაშინ ავაშენეთ სახლები. ნელ-ნელა ხალხმა ქონება შეიძინა და კარგად ვცხოვრობდით“.

„თავისუფლად ვსუნთქავდით, ჰაერი სულ სხვანაირი იყო. საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ მოდიოდნენ დასასვენებლად. ბევრი სტუმარი გვყავდა. ყველაზე კარგ სოფლად ეს (ბალიჭი) ითვლებოდა. შესანიშნავი ჰაერი და წყლები იყო“, – იხსენებენ ბოლნისში, სოფელ ბალიჭში მცხოვრები 50 წელს გადაცილებული მოსახლეები მარიამ დევიძის  2018 წლის კვლევაში: „ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: კომპანია „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე“.

მდიდარი, აყვავებული და ლამაზი გარემო მხოლოდ მათ მეხსიერებაში შემორჩა. თბილისიდან 80 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბოლნისის რაიონში სამთო მადნეულის მომპოვებელი კარიერების ამუშავებამ ბუნებაც და ადგილობრივების ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა.

„განცდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ გარდაიქმნა. მადნეულის

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა