21 კვადრატული მეტრი | ნათია გვიანიშვილი
საქართველოდან 2017 წელს წავედი. სიმართლე გითხრათ, მთელი ეს წელი რას ვაკეთებდი, არ მახსოვს.
მახსოვს ბრაზი, რომელიც არ მთავრდებოდა,
თერაპია, რომელიც უკვე არსებითად არ მშველოდა და გრძნობა, რომ ბეტონის კედელი, რომელსაც, სხვა აქტივისტებთან ერთად, ათი წლის განმავლობაში ვახლიდი თავს, ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა. სტიპენდიაზე განაცხადი სრულ ბურუსში შევავსე. მხოლოდ ის მახსენდება, რომ როცა პასუხი მოვიდა, პეკინზე ფეხით მივდიოდი, თბილისის გაუთავებელ ხმაურსა და დახუთულობაში თავის ტკივილს ვებრძოდი და ვფიქრობდი, რომ, როგორც იქნა, სიჩუმე და ძილი მეღირსებოდა.
ასე წავედი მალმოში, შვედურ-დანიური სერიალი „ხიდი“ იქაა გადაღებული. სიმშვიდე რა იყო, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ ვიგრძენი, როცა 21 კვადრატული მეტრის სტუდენტურ ოთახში ვიწექი და ვფიქრობდი, რომ არსად მეჩქარებოდა, არავინ მწერდა და არავინ მირეკავდა. უნივერსიტეტში პირველი ლექციაც საინტერესო იყო – წლების შემდეგ პირველად აღმოვჩნდი გარემოში, სადაც უბრალოდ, სტუდენტი ვიყავი, და არავის ჰქონდა იმის
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი
გირჩევთ