გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფხაზეთი გაგრა სოხუმი ომი

ახლად მოცომილი პური | ნათელა სოხუმიდან

ნათელა, 80 წლის, სოხუმიდან

იმ დღეს მე ხელფასებს ვანაწილებდი. ბუღალტრად ვმუშაობდი. ხმაური რომ მომესმა, გამოვედი კარში და არ ხედავო? ჯარი შემოვიდა აფხაზეთშიო. 

უკვე ზეცაში დაფრინავდა ვერტალიოტები. ესენი რო ჩამოვიდნენ, აფხაზები გაიქცნენ, ტყეში შეაფარეს თავი. დაიწყო მერე ომი და წავიდა ძარცვა-გლეჯვა. 

როგორც და-ძმანი ისე ვიყავით ჩვენ და აფხაზები.

წელიწადნახევარი მიდიოდა ომი. ყველაფერი გუგუნებდა. პერემერიის დროს დაბრუნდა ყველა და ჩამი-ჩუმი აღარ ისმოდა. მერე აფხაზებს გვერდში ამოუდგნენ სომხები და რუსები, ატყდა ისევ სროლა, ტაკა-ტუკი. სოხუმი რო აიღეს, დაცდის დრო არ იყო, წამოვედით წებელდით. 

სვანეთის გზა არ ვიცოდით, ტყეებია სულ. ბევრი დარჩა დაუმარხავი იმ მთებში. რამდენი კლდეზე გადაიჩეხა, რამდენი თვითონ გადააგდეს, რო ვერ მოდიოდნენ აქეთ. 

პური რო პური იყო, ისიც არ წამოგვიღია. ჩემთან მეზობლის ბავშვებიც მოდიოდნენ. ჩამოჯდა ჩემი დისშვილი, ძალა გამომელიაო, ბავშვი მეოთხე კლასში ყავდა. გამოვიარე და კაცი შემხვდა, სტუდენტებისთვის მიჰქონდა საკვები. ბავშვი ცუდადაა, შეგიძლია რამე-მეთქი? - შევეხვეწე. ნახევრად შემწვარი, ახლად მოცომილი პური ჰქონდა, ეგ მომცა. 

ფეხშიშველმა ვიარე, დაგვეხა ყველაფერი გზაში. ახლაც მტკივა ფეხი. 

სუ მთიდან ჩამოვარდნილი ქვები, მოჭრილი კლდეები იყო და წყალი. 

ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა