ამოცანა, რომელიც უნდა ამოხსნა | ინტერვიუ გვანცა ჯიშკარიანთან
დაშლა. პოლარიზაცია – ისმის ყველგან. ამ ახალგაზრდა რესპუბლიკის ხალხში გროვდება ბრაზი უთანასწორობის მიმართ. ყველაფერს პანდემიაც ამძაფრებს. თუმცა, ამ ქაოსში ყველაზე მკაფიო მაინც პარალიზებაა. აზრის პარალიზება.
ხელოვანთან – კურატორთან, Patara Gallery-ისა და The Why Not Gallery-ს თანადამფუძნებელ გვანცა ჯიშკარიანთან ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ ტრანსფორმირდება ყოველდღიური შფოთი და შიში თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებში.
გ.ჯ.: ხშირად ასეა, რომ როცა რაიმე იდეის ფიზიკურ რეალობაში გადმოტანას გადავწყვეტ, ვერასოდეს ვუკავშირებ მას კონკრეტულ დროს, ფაქტს თუ მოვლენას. ისინი გააზრებული მაქვს იმდენად, რამდენადაც ვარჩევ 40 დღიური ფიქრიდან, მაგრამ რაიმე კონკრეტულთან მათი დაკავშირება ძირითადად მიჭირს. განსხვავებით „გობელენებისგან“ – ნამუშევრების სერიისაგან, რომელიც 2018 წელს დავიწყე. მართალია, ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ როცა ვუფიქრდები, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მათ კონკრეტული შიშის წყარო აერთიანებს. ეს ჩემი ბავშვობის შიშია: დავიბადე და გავიზარდე ღარ
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი