ბაბულიკის მზერა - მომავალი პროტესტის კონტურები
18.02.2019 | 10 წუთიანი საკითხავიაღზრდა
პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ თბილისის კლუბებზე დისკუსიებში, არის მსჯელობა ერთგვარ აღმზრდელობით ფუნქციაზე, რომელსაც ეს სცენა ასრულებს. გიორგი კიკონიშვილი თავის სტატიაში „ჩვენი დროის BASSIANI“, კლუბ „ბასიანის“ პოპულარულობის მიზეზებს აანალიზებს. ის ასკვნის, რომ თუ ჯეროვნად გავაანალიზებთ ამ კლუბის პოპულარულობის მიზეზებს, დავინახავთ, რომ მან „საქართველოში სრულიად ახალი სოციო-კულტურული სივრცისა და მოძრაობის ფუნქცია შეიძინა“ და ჩვენთვის „გასაგები გახდება არა მხოლოდ გასართობი, არამედ ღრმა ინტელექტუალური და ემოციური ბმა, რაც უამრავ ადამიანს გაუჩნდა ამ სივრცის მიმართ“. კიკონიშვილის აზრით, ამ სივრცეში „ბაბულიკები [...] საკუთარი ყალბი მანერებისგან, მკაცრად დადგენილი აგრესიული იმიჯისგან და პრივილეგირებულობის განცდისგან თავისუფლდებიან“ და ეს „ბასიანს“ ემანსიპატორული მოძრაობის ფუნქციას ანიჭებს“.
„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი, გადაცემაში „მძიმე კაცთან“ აღნიშნავს, რომ „გეტოდან გამოსული ადამიანები, რომლებისთვისაც ქურდულ-ძველბიჭური მენტალიტეტი იყო მისაბაძი...