წარუშლელი წიწვები და ფიჭვები | დავით ბუხრიკიძე
11.09.2020 | 10 წუთიანი საკითხავიჩვენი გზა მაინც ჩვენს მეხსიერებაზე გადის. ბავშვობაში ჩარჩენილი ხატები ხშირად უფრო მეტ ემოციურ შრეებს ინახავს, ვიდრე აწმყოთი დატვირთული კადრები. ძნელია, და ზოგჯერ შეუძლებელიც, საჯაროდ გააცოცხლო შენი „მეხსიერების ადგილები“ (ფრანგი ფილოსოფოსის, პიერ ნორას ტერმინია), რომელიც მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დატვირთული ისტორიული მოვლენების გამო რეალური მეხსიერების გარემო გაქრა; მას შემდეგ, რაც ცხოვრების ტრადიციული წესი, რომელიც მომავალ თაობებს ბუნებრივად გადაეცემოდათ, დაიკარგა, „მეხსიერების ადგილების“ საშუალებით კი შესაძლებელი გახდა მოგონებების ერთგვარი ლოკალიზება, შენარჩუნება და კვლავწარმოება. მათი საშუალებით შესაძლებელია ისეთი სიმბოლური ისტორიის შექმნაც, რომელიც უკეთ შეესაბამება თანამედროვე დროის სამოქალაქო და ინტელექტუალურ საჭიროებებს. პიერ ნორა აღნიშნავს, რომ ეს „მეხსიერების ადგილები“ შეიძლება იყოს ისტორიულად, რეალურად არსებული ან გამოგონილი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი სიმბოლური და საკრალური მნიშვნელობისაა.
ჩემთვის ეს „საკრალური და კონკრეტული“ ადგილი წაღვერის წიწვოვან
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი
გირჩევთ
კაკლის ხე | თამარ სუხიშვილი
16.09.2020