ჭაბუკიანი – არარომანტიკული მსხვერპლი | სოფო კილასონია
რუსული ბალეტი რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ კარდინარულად განსხვავებული მოვლენებია. საერთო – არავითარი. 1930-იანი წლებიდან გაქრა მოდერნისტული ხელოვნების განვითარების შესაძლებლობა. ანუ ხელოვნება, რომელშიც ცენტრია ავტორი, სპეციფიკური ენა, კონცეპტუალიზმი და ინდივიდუალიზმი, ჩაანაცვლა ხელოვნებამ, რომელიც ემორჩილება ხელოვნების ველის მიღმა ჩამოყალიბებულ სქემას როგორც შინაარსში, ისე – ფორმაში და ნელ-ნელა ეს ყველაფერი ფეხს იკიდებს ბალეტშიც.
რუსული ბალეტის განახლება-გარდაქმნის პროცესში ახალი სახეები, უფრო სწორად, ახალი სხეულები, ახალი ენერგია, რევოლუციური ვნება ხდება საჭირო. ამ ყოველივეს ახალგაზრდებში ეძებენ. და უკვე ყველამ იცის, რომ ამ თაობაში არის „ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც არავის ჰგავს; რომელიც მხოლოდ შრომობს და რომელიც საოცრად შთამბეჭდავი ხდება ცეკვის დროს; თავისუფლად იმპროვიზირებს და მისი სიარულიც კი...“ (ტატიანა ვეჩესლოვას მოგონებებიდან) უკვე უბრალო და ძლიერი ადამიანის გამარჯვებას ჰგავს.
1934 წელს სწორედ ვახტანგ ჭაბუკიანი და ტატიანა ვეჩესლოვა გაგზავნეს საბჭოთა კავში