გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფხაზეთი გაგრა სოხუმი ომი

ჩხრეკა | ნინო ფაჩულია, ტყვარჩელი

ერადერთი ჩემი მშობლები.  არცერთი ნათესავი, მეზობელი, არცერთ ნაცნობი, არავისთან ურთიერთობა არ მინდა. ჩვეულებრივად შეუძლიათ, რო ყოველდღიურად ერთდაიგივე ერთფეროვნებაში იცხოვრონ. ჩემი მეგობარი, რომელსაც აქეთ უნდოდა სასწავლებლად წამოსვლა, მამამისმა არ გამოუშვა და მერე გათხოვება მოუწია. ეგეთ ადამიანებზე ყველაზე გაბრაზეული ვარ. ერთს იმდენი ვეხვეწე, ძაან ბევრი ვიშრომე, აქეთ ჩემ მეზობელ მასწავლებელს ვთხოვე და ქართული ასწავლა. ბოლოს ჩააბარა, თუმცა მერე ვიღაცას გაყვა ცოლად და მორჩა, ისევ იქ დაბრუნდა, სწავლაც მიატოვა. მიეჩვივნენ იმ რუტინას, აღარ უნდათ რაღაც გააკეთონ რამე შეცვალონ. იმ რუსებსა და აფხაზებზე მეტად ეგეთ ხალხზე ვარ გაბრაზებული.  ჩავალ და მგონია, ის ერთი ან ორი კვირა მარტო ჩემ მშობლებთან ერთად ვიქნები სახლში, მეტი არსად არ წავალ. არ მინდა არცერთის ნახვა.

ქართველ პოლიციელებზეც გაბრაზებული ვარ. 16-18 წლის სტუდენტი რომ გადმოდიხარ ყოველდღე სასწავლებლად და ერთი და იმავეს გეკითხებიან, თან ბიჭი რომ გჩხრეკს, მერე თვალებს გიპაჭუნებს და უეჭველი რაღაცის იმედი რომ აქვს.

ჩემი დის საბუთები უნდა მიმეწოდებინა მამაჩემისთვის. საზღვარზე რო მივედი, ვიღაც ახალგაზდა ქართველმა ბიჭმა გამაჩერა. ორი საათი ვიჯექი. არსად არ გამიშვა. არადა შეგიძლია, პირადობა დატოვო და უთხრა რო მე იქით არ გადავდივარ, საზღვრამდე უნდა მივიდე, გადავაწოდო და გამოვბრუნდე. მამაჩემს დავურეკე ბოლოს არ მიშვებს-მეთქი. ეხლა ჩემი მეგობარი 15 წლის იყო რო ჩაირიცხა და მაგის მერე სულ დადიოდა იქით-აქით,. საზღვართან ცხოვრობდა და ყოველდღე აჩერებდნენ ეს ქართველი პოლიციელები. მაგასაც თვითონ ბიჭები ჩხრეკდნენ. ყოველდღე ერთიდაიგივეს გეკითხებიან: რატო მიდიხარ, რა მიგაქვს, რატომ მოდიხარ. რო ეუბნები უნივერსიტეტში მივდივარ, გუშინაც ხო აქ ვიყავი, მაინც ერთი და იგივე. ორი საათი დაკითხვაზე რო გამყოფებენ რა აზრი აქვს მერე უნივერსიტეტში მიხვალ თუ რას იზავ.

ამიტომ ეგეთ ადამიანებზე უფრო გაბრაზებული ვარ. არც არავინ არაფერს შვება. ხშირად გვქონია ამაზე საუბარი, მერიასა და განათლების სამინისტროსთან, რექტორთანაც, მარა არაფერმა არ გაჭრა. ელემენტარული, ბიჭი რო მაინც არ შეგეხოს, ეგ ხო მაინც შეიძლება.

ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

დისქლეიმერი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა