გადარჩენილი სხეულების (წარმოსახვითი) მუზეუმი | დათა ჭიღოლაშვილი
„გადარჩენილი სხეულები წარმოსახვითი ექსპოზიციაა იმ მომავლიდან, სადაც ადამიანთა ცხოვრების ჩვენთვის ნაცნობი ფორმები შეიცვალა და მათ შესახებ ცოდნის გადმოცემის ფორმებიც გახუნდა. [სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც ისინი იცვლება]. ამგვარ მომავალში, როდესაც დიდი დრო უკვე გასულია, ცნობისმოყვარე ნოსტალგიურმა ადამიანმა მისთვის ხელმისაწვდომი ნარჩენები შეაგროვა და მათგან პატარა მუზეუმი გააკეთა. სინამდვილეში, ეს გამოფენა [არადიქოტომიურ] სხეულებზეა, ჩვენს სხეულებსა და საცხოვრებლებზე, იმ უსაფრთხო სივრცეებზე, რომელთაც ვეძებთ“.
ასეთი კონცეფცია შევქმენი გამოფენისთვის „ნარჩენები #2: გადარჩენილი სხეულები“,1 რომელიც 2019 წლის 18 მაისს გაიმართა. აბრეშუმის მუზეუმის შენობასთან წარმოდგენილი ექსპოზიცია ორი ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებდა. თამარ ბოჭორიშვილის მცირე ზომის სკულპტურები ჯადოსნურ ქმნილებებს მოგვაგონებდა. სხვადასხვა ფორმით, მასალითა და ნაწილით აღდგენილ სხეულებს დასახიჩრების სიმძიმე და გადარჩენის სიძლიერე ეტყობოდათ. კატარინა შტადლერის ფოტოობიექტებში აპარატის უკან მყოფი სხეული, ხან ოთახიდ
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი