2022 წელს ინდიგოზე რამდენიმე ძალიან საინტერესო და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფოტოამბავი გამოქვეყნდა. ომი, ხანძარი, ბუნება, ადამიანები, ჩრდილები, ემოციები – ფოტოებით მოთხრობილ ამბებს ერთად მოვუყარეთ თავი. ინდივიდუალური ხედვითა და სათქმელით შექმნილი ფოტოამბების სია ასე გამოიყურება:
ფოტოდღიური ხარკოვიდან
"ჩემი ქალაქი ახლა ასე გამოიყურება. ჩემი საყვარელი, ლამაზი, მწვანე და აყვავებული ხარკოვი. იმის მაგივრად, რომ აქ შეყვარებულ წყვილებს და ოჯახებს ესეირნათ, ადამიანები რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ცხედრებს ატარებენ."
"სხვა პლანეტა, როგორც ჩანს, ძალიან ახლოსაა ჩემთან - სურათები ასახავს ობიექტებს, რომელთა შორის არსებულ სიცარიელეში შესაძლებელია ჩემი დაუცველობისა და მღელვარების პოვნა."
"ბაზრობა, მაღაზია, მეზობლის ეზო და სასაფლაო - ამ ყველაფერს ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრი აშორებს. ეს პატარა მოდელია იმ სააღდგომო ამბის სრული სურათისა, რომელიც ყოველ გაზაფხულს ხელახლა აქტიურდება."
"ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი, სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე, როცა ნატურმორტი რთულად აღვიქვი, ლექტორმა პატარა კვადრატი ამომიჭრა და მითხრა, რომ ამ პატარა კვადრატში ბევრად ლამაზი და მარტივი ჩანს ეს ნატურმორტიც და ეს ამხელა სამყაროც."
"თუ დაფიქრდები, არაფერია უფრო აღმოსავლეთი, ვიდრე ჰენრიკ მხითარიანის გოლი დონეცკის შახტარის მაისურით; პატარძალი ქართულ ქორწილში, რომელიც ჰაერში აცლის იარაღის მჭიდს; ანდაც სოფო ბედია - ორიგინალი კიმ კარდაშიანი."