ჯონ მაუზერი | ზურა ჯიშკარიანი
სახელდახელოდ აშენებულ სამხედრო ბარაკში ისე ცხელოდა, რომ გენერალი აბელ ენუქიძე, გარკვეულ წრეებში ცნობილი როგორც აბდულა და “ზალატაია რიბკა” - უბრალო ბრეტელიანი მაისურისა და ფოხანოს ამარა იჯდა მომცრო სკამზე სამუშაო მაგიდის წინ, სადაც სამხედრო დოკუმენტების, ფანების წერილების, დასახვრეტი დეზერტირებისა და საომარი მოქმედებების მთელი დასტები ელაგა.
ყველაფერი გადასაკითხი, ყველაფერი ხელმოსაწერი: ომის ბრუტალური ბიუროკრატია - ყველაფერი უნდა დამტკიცდეს, ყველაფერი უნდა აღინუსხოს: სხვაგვარად როგორ შეძლებ სიტუაციაში გარკვევას? როგორ მიხვდები ვინ ვის ესვრის? გარდა დოკუმენტებისა მაგიდაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ იდო ცნობილი სპირიტუალური ნამუშევრები: “ეგვიპტური მკვდრების წიგნი”,”ტიბეტური მკვდრების წიგნი” და სულ ახალი გამოცემული, ქალბატონ ზურა ჯიშკარიანის “ქართული მკვდრების წიგნი” - ერთი სიტყვით, გზამკვლევარები და ინსტრუქციები გარდაცვალების შემდგომი ეტაპებისა. აბელი ყველა ვერსიას აგროვებდა, რადგან მისი დაუდევარი და ავანტიურული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე - წარმოდგენა არ ჰქონდა რომელ საიქიოში მოუწევდა მოხვედრა, ამიტომ წინასწარ, ყველაფერთან ერთად, ყველა ტიპის საიქიო ბიუროკრატიასაც ეცნობოდა.
"ეს რომ მნდომოდა ბანკირად წავიდოდი" - ოხრავდა გულში ენუქიძე ქაღალდის დასტების შემყურე. მერე მთელ ამ Big Data-ს ანალიზიც სჭირდება, მაგრამ ეს შედარებით მარტივი საქმეა - ხელმოწერილ თუ შევსებულ დოკუმენტებსა თუ წერილებს პავლიკას აძლევ, ისიც ჯდება იდებს მუხლებზე ფურცლების და ქსეროქსების დაკუჭულ, პრიალა, გაყვითლებულ, პომადაწასმულ და ათასგვარ სხვა დოკუმენტს და იწყებს მათ ღეჭვას. როგორც კი დოკუმენტები მის მომნელებელ სისტემაში ხვდება - მომნელებელი სისტემა უგზავნის სიგნალს მის ელექტრონულ ტვინს და პავლიკა ავტომატურად იწყებს მონაცემთა დამუშავებას - გარედან რომ შეხედო დაინახავ ბავშვს, რომელმაც უეცრად სტენოგრაფიული ხმითა და ლექსიკონით დაიწყო მეტყველება. ვისაც ბავშვები ჰყავთ ეცოდინებათ, რომ ბავშვებს ხშირად ემართებათ მსგავსი შემოტევები, მაგრამ პავლიკა მავანი განდონა ბავშვი არ გეგონოთ - ის Big Data-ს აანალიზებს.
სანახაობა საოცარია, ვერაფერს იტყვი, დოკუმენტებიდან ამოღებული შემაჯამებელი სიტყვებიც გარკვევით ჟღერს, ციფრები კი ქალი ოპერატორის ხმით ისმის - ზუსტად ისე როგორც ტაქსის კომპანიების ავტომოპასუხეებში: "თქვენთან მოვიდა
ამიტომ, აბელ ენუქიძე არა მხოლოდ ბრეტელებიან მაისურსა და ფოხანოში იჯდა სამუშაო მაგიდასთან, არამედ ხელში ბუზსაკლავიც ეჭირა, რომელსაც პერიოდულად იქნევდა და ანარცხებდა ხან მაგიდას ხან ბარაკის მყიფე კედელს, რომელიც გარკვეულწილად ხელს უშლიდა ანგარიშის ჩამბარებელ ჯარისკაცებს ოფიციალური მოხსენების კეთებაში და ისინი ბუზსაკლავით გამოწვეული ტყლაშუნის დროს წარმოთქმულ წინადადებას თავიდან იწყებდნენ.
მოხსენება ეხებოდა დროებითი ბარაკების უკეთ კეთილმოწყობასა და მათ გადაქცევას "ურმის კაბინეტებად", როგორც ეს ჯარისკაცმა თქვა.
გაოფლილმა გენერალმა ენუქიძემ პირველად ახედა მის წინ მდგარ ჯარისკაცს -- მისგან განსხვავებით ჯარისკაცი მთლიანად მკაცრ ფორმაში იყო გამოწყობილი, რაც სავარაუდოდ ნიშნავდა რომ მას გაცილებით ცხელოდა ვიდრე გენერალ ენუქიძეს, მაგრამ მაინც შეუპოვრად საუბრობდა თავისი ურემ-კაბინეტების პროექტზე.
გენერალი მაგიდის კუთხეში დადგმული მოოქრული ფინჯნისკენ დაიძრა, სადაც ოპიუმგაზავებული ცივი ჩაი ეგულებოდა. ტკბილად მოხრუპა რამდენიმე დიდი ყლუპი და თვალები დახუჭა გასაოცარი სიამოვნების მოლოდინში. ზოგადად გენერალი ენუქიძე ერიდებოდა თვალების დახუჭვას, რადგან მისი დახუჭული თვალების ეკრანზე ეგრევე ანიმე პორნოს გოგოები იწყებდნენ ცეკვასა და გახდას, რაც ცოტა არ იყოს ხელისშემშლელი ფაქტორია საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მაგრამ ეახლა ამ ანიმე ცეკვებმა ცოტა ხნით მოწყვიტა გენერალი ინდოეთის მზისა და ომის ღვთაებრივი ბიუროკრატიის სიმძიმეს, პირზე მსუბუქი ღიმილიც კი მოეკიდა. პავლიკასა და ღმერთების გარდა ზუსტად არავინ იცოდა რამდენი ხანი დაყო გენერალმა ენუქიძემ ამ მდგომარეობაში, ალბათ ეს კიდევ გარკვეული პერიოდი გაგრძელდებოდა, რომ არა გადავიწყებული რიგითი ჯონ მაუზერის სიტყვები.
ასე გახდა რიგითი ჯონ მაუზერი - წყვდიადთმჭვრეტელი ელიტური დანაყოფის ნაწილი, ვინაიდან საზოგადოებაში, რომელიც სინათლისა და «წარმატების ათი ნაბიჯისკენ» სწრაფვითაა გაბრუებული, აუცილებლად უნდა არსებობდეს ხალხი ვინც წმინდა წყვდიადს აკვირდება, ვინაიდან ნათქვამია: «სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს».