"მე შეპყრობილი ვიყავი მამარდაშვილის აზრებით" | კატარინა სტადლერი
17.02.2021
მწერალი და კონცეპტუალური არტისტი კატარინა სტადლერი ერთი წელია მერაბ მამარდაშვილის ლექციებს ინგლისურად თარგმნის. არტისტი თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
"ინდიგო" კატარინა სტადლერის ესეების ციკლის გამოქვეყნებას იწყებს.
ფილოსოფოს მამარდაშვილის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე. მთავარი მიზეზი, რატომაც დამამხსოვრდა ეს სახელი არის ის, რომ როცა ლექციებს ატარებდა თბილისში, მოსკოვში და ასევე სხვა ქალაქებში, ამ ლექციებს იწერდნენ და ადამიანები ერთმანეთში ავრცელებდნენ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.
მე ძალიან მაინტერესებს როგორ შეიძლება ხმა გამოვიყენოთ, ან როგორ იყენებენ ხმას იდეოლოგიების გასავრცელებლად. ეს ყველაფერი ძალიან მხიბლავს. მე ვიცოდი, რომ არის რაღაც რისი გაგებაც და გაანალიზებაც უფრო მეტად მინდოდა.
მაგრამ მე რუსული ისე კარგად არ მესმის, რომ ყველაფერი სრულყოფილად გავიგო. მე ასევე ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა გამომეყენებინა ხელოვნური ინტელექტი ჩემს სამუშაოში. მე ასევე გავაანალიზე, რომ მხოლოდ ერთი თარგმანი არ იქნებოდა საკმარისი. მე მჭირდებოდა რამდენიმე თარგმანი. რამდენიმე თარგმნის საშუალებით, შესაძლებელია იმ ხაზების, მომენტების მოძებნა, სადაც ხვდები რაზე საუბრობს სინამდვილეში. ამ დროისთვის სამ განსხვავებულ პროგრამას ვიყენებ თარგმნისთვის. ლექციების ტექსტს, რომელიც რუსულადაა ვაკოპირებ სამ განსხვავებულ პროგრამაში. ეს პროგრამები თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. ითაგრმნება ინგლისურად, ვინახავ ამ თარგმანს და იმისთვის, რომ შევადარო თარგმანები, ერთ სივრცეში ვათავსებ მათ.
ჩემი მიზანია, რომ თარგმნის პროცესში ვიპოვო ის მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც თითქოს უცებ გამოანათებენ. მოსმენის დროს კი შეიძლება სულ სხვანაირად გეფიქრა. თავისუფლად საუბარმა შესაძლოა ისეთ აზრებზე დაგაფიქროს რაზეც არასდროს გიფიქრია.
ყველაზე მეტად, რაც დამეხმარა მამარდაშვილის ნააზრევის გარკვევაში, ისაა, რომ უბრალოდ მისით ვიყავი შეპყრობილი. მე მივხვდი, რომ თარგმნის დროს ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებდი და ბევრი მოულოდნელი მომენტი იყო, რაც უბრალოდ მაოცებდა.
მივხვდი, რომ არ შეიძლებოდა ყურადღება მხოლოდ თარგმნისთვის მიმექცია და დანარჩენი ყველაფერი ყურადღების მიღმა ყოფილიყო. სწორედ აქედან წამოვიდა ესსეებიც დაწერის იდეა იმის შესახებ, რასაც თარგმნის დროს გზადაგზა ვაწყდებოდი. ხანდახან სიტყვებს ერთმანეთის საწინააღმდეგო მნიშვნელობები ჰქონდათ.
შემდეგ სვამ კითხვას - რატომ? და გინდა გაარკვიო რომელია სწორი. ხანდახან ორიგინალ ტექსტში ამ სიტყვას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ როცა კითხულობ ან ისმენ ტექსტს ხშირად არ ფიქრობ იმაზე თუ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს სიტყვა. ეს ტექსტს უფრო საინტერესოს ხდის და მწერლები ამას ტექსტის არქეოლოგიას ვუწოდებთ.