ორი ფსევდონიმი | ინტერვიუ პასმურ რაჩუიკოსთან
18.08.2022 | 4 წუთიანი საკითხავიჩემი დიდი ბაბუა ასტრახანელი კაზაკია. სამხედრო სამსახური ჩეჩნეთში გაიარა და ოქტომბრის რევოლუციამდე რკინიგზის მცველად მუშაობდა. ბებიას იქ შეხვდა. ერთადერთი ვარ ოჯახში, ვინც როსტოფონდონში დაიბადა.
დედაჩემი და მამაჩემი მინვოდიდან არიან ‒ სტავროპოლის ოლქია კავკასიის უკიდურესი ჩრდილოეთი.
ჩეჩნეთის ომის მერე როსტოვშიც ყველაფერი აირია. ამ ანტიტერორისტული კამპანიის მერე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ერთ დღესაც გავიგეთ, რომ ტერორისტებმა მოსკოვში მრავალსართულიანი სახლი ააფეთქეს. იგივე განმეორდა ვოლგოდონსკშიც. ტერორისტების გაკეთებულიაო, ამბობდნენ.
როსტოვი გახდა ნაცრისფერი, ნისლიანი, სუპერკრიმინალური ქალაქი ‒ ნული პერსპექტივით. მახსოვს, როგორ მორიგეობდნენ ჩემი მშობლები ღამღამობით ‒ სამ საათზე დგებოდნენ და სახლის გარშემო პატრულირებდნენ.