ქუჩა და პოლიტიკა
01.09.2016 | 10 წუთიანი საკითხავისაკუთარ წიგნში "ახალგაზრდა კაცები, დრო და მოწყენილობა საქართველოს რესპუბლიკაში" მარტინ ფრედრიკსენი წერს: მართალია, მთავრობამ წარსულად გამოაცხადა ბარიგებით, მაზავშიკებით, ძველი ბიჭებით და არიფებით დასახლებული კრიმინალური მიწისქვეშეთი, მაგრამ დაბალი სოციალური ფენებისთვის ის დღემდე რეალურზე რეალურ აწმყოდ რჩება. ქუჩას ყოველთვის გაჭირვების სუნი აქვს და მისი ამ ფორმით არსებობის მიზეზი ვიღაცების ბოროტი ნება და კრიმინალური მენტალიტეტი არ არის. უბნებში გადანაწილებული ბიჭები ნარკოტიკებითა და კრიმინალით ცარიელი ცხოვრების ამოვსებას ცდილობენ.
მაშინ რა ჩავაბარეთ წარსულს? – კითხვა უფრო თამამად უნდა დავსვათ და, პირველ რიგში, ამ ყველაფერზე საუბრის ტაქტიკა შევცვალოთ. უნდა „გადავაყენოთ“ აწმყოს მონოლოგი წარსულის შესახებ, იმიტომ, რომ არც ის დამთავრებულა, რასაც ძველ დროს ვუწოდებთ და არც მომავლის დამაჯერებელი პროექტი გვაქვს. ასე ზემოდან და ზედაპირულად ქუჩის შესახებ მსჯელობის ფუფუნება მხოლოდ პოლიციას ამოფარებულ ელიტას შეიძლება ჰქონდეს. თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რაც ჩვენ გვერ