ხალხი, დიახ | კარლ სენდბერგი და ბერტოლტ ბრეხტი
"ხალხი, დიახ"
"დატოვე ჩემი სახლი".
"რატომ?"
"იმიტომ, რომ ჩემია".
"რატომ არის შენი?"
"მამაჩემმა დამიტოვა".
"მამაშენს საიდან ჰქონდა?"
"მამამისმა დაუტოვა".
"და მამამისს საიდან ჰქონდა?"
"მან ამის მოსაპოვებლად იბრძოლა".
"კეთილი. მაშინ მე ამის მოსაპოვებლად შენთან ვიბრძოლებ".
კარლ სენდბერგი
ღამის საწოლი
ამბობენ რომ ნიუ იორკში
26-ე ქუჩისა და ბროდვეის კუთხეში
ყოველ საღამოს ზამთარში დგას კაცი
და აგროვებს საწოლებს უსახლკაროებისთვის.
ეს ვერ შეცვლის სამყაროს
ეს ვერ გარდაქმნის ურთიერთობებს ადამიანებს შორის
ეს ვერ შეამოკლებს ექსპლუატაციის საუკუნეს.
მაგრამ ვიღაცებს ექნებათ საწოლი ღამისთვის
ვიღაცებს ქარი არ შეაწუხებთ
ვიღაცები არ დაეცემიან გაყინულები გზატკეცილებზე.
წიგნი არ დახურო აქ, ამის კითხვისას, გამვლელო.
ვიღაცებს ექნებათ საწოლი ღამისთვის
ვიღაცებს ქარი არ შეაწუხებთ
ვიღაცები არ დაეცემიან გაყინულები გზატკეცილებზე.
მაგრამ ეს ვერ შევცლის სამყაროს
ეს ვერ გარდაქმნის ურთიერთობებს ადამიანებს შორის.
ეს ვერ შეამოკლებს ექსპლუატაციის საუკუნეს.
ბერტოლტ ბრეხტი
თარგმანი: ვაკო ნაცვლიშვლი, გიორგი ხასაია