გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სასამართლო რიცხვებში

ქართულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს სისხლის სამართლის წესით 10 ადამიანი გაასამართლა. და ათივეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. 

2024 წლის აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციების კონტექსტში 64 ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სასამართლომ პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2025 წლის 18 მარტის ჩათვლით აქციის მონაწილეებისათვის გზის გადაკეტვისათვის გამოწერილი ჯარიმა 2 მილიონ ლარს აღწევს. ჯარიმების დიდი ნაწილი გასაჩივრებულია.

იურისტების შეფასებით ყველა საქმეს, რომელიც უწყვეტ პროტესტს უკავშირდება, პოლიტიკური შურისძიების ელფერი აქვს. 

ადვოკატები საქმეებში ხედავენ ყალბ და საეჭვო მტკიცებულებებს. და სასამართლოში მოწმეების ცრუ ჩვენებები ტენდენციად იქცა. 

შვიდ რეჟიმის ტყვეს უკვე მიესაჯა წლობით პატიმრობა.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი - დააკავეს 9 მაისს;
გიორგი კუჭაშვილი - დააკავეს 12 მაისს;
დავით კოლდარი - დააკავეს 12 მაისს;
საბა მეფარიშვილი - დააკავეს 14 მაისს;
ომარ ოკრიბელაშვილი - დააკავეს 14 მაისს;
გიორგი ოკმელაშვილი - დააკავეს 15 მაისს;
ირაკლი მეღვინეთუხუცესი - დააკავეს 9 მაისს.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროტესტის კონტექსტში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 138 ინციდენტია აღწერილი. რეპრესიების სამიზნე გახდა 174 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი.

30 რეპორტიორი დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა რამდენჯერმე. სავალი გზის გადაკეტვის საბაბით 5000 ლარიანი ჯარიმა პოლიციამ 25 ჟურნალისტს გამოუწერა.

უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი - რეჟიმის ერთადერთი ქალი ტყვე. 

დღეს ციხეში რჩება 47 სინდისის პატიმარი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა