გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბავშვი სკოლაში
თეგები: #ბავშვები

საუბრები ბავშვებთან - გიორგი 9 წლის

ადრე ვყიდდი ხატებს. მერე დამიჭირეს. პოლიციელებმა მანქანაში ჩამსვეს და წამომიყვანეს. მოვედი ამ სახლში, ჩვეულებრივ. ეს ტახტი გაშლილი დამხვდა, დამაწვინეს. ღამის 3 საათი იყო და ეგრევე დამეძინა. ჯერ მე მოვედი და ორი-სამი დღის მერე ჩემი და.

ჩვენ, ძირითადად, ვცხოვრობდით კერძო სახლებში, რადგან კერძო სახლებში ქირა უფრო იაფია. სულ პატარა სივრცე იყო, ერთოთახიანი. მარტო პლიტა ათბობდა, გაზი არ იყო.

ერთ ახალ წელს დედაჩემმა მითხრა, თოვლის ბაბუამ საჩუქარი მოგიტანაო. უბრალო მანქანა მომცა, მაგრამ ძალიან მომეწონა, უფრო ის გამიხარდა, დედაჩემისგან რო იყო.

ყველაზე ცუდად რაც მახსენდება, ისიც მაგასთანაა დაკავშირებული. ერთი ის, რო პატარა რო ვიყავი, ძმა გარდამეცვალა. მეორე კიდევ ის, რო ერთ დღეს, ჩვეულებრივ, ახალი წელია, მე 4 წლის ვარ. დედაჩემმა მითხრა, დაიძინეო და თოვლის ბაბუა საჩუქარს მოგიტანსო. დავიძინე, გათენდა, გავიღვიძე და ვიყურები აქეთ-იქით, არსად არ დევს საჩუქარი. დედას ვკითხე, თოვლის ბაბუამ საჩუქარი რატომ არ მომიტანა-მეთქი? დაავიწყდა შენთვის საჩუქრის მო

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა