საუბრები ბავშვებთან - თამუნა 16 წლის
05.06.2019თამუნა
16 წლის
მამაჩემთან ბოლო კონფლიქტი რო მომივიდა, ეგ მომენტი იყო ხელსაყრელი. წადიო, მითხრა, მეც ავდექი და წამოვედი. 14 წლის ვიყავი. ძალიან ბევრჯერ მომიწია ფეხზე წამოდგომა. რაღაც ფსკერზე ვიყავი, ქაქში ჩაფლული. მაგრამ ამოვედი იქიდან და იმის მერე მივხვდი, რომ ყველაფერი შემიძლია. ფეხი, ხელი და გონება ადამიანს იმიტო აქვს, რო გამოიყენოს ცხოვრებაში და არა უბრალოდ იჯდეს და დალპეს.
დანა დავისვი ერთხელ, ასე. არ მეგონა, ამდენი სისხლი თუ წამოვიდოდა. თავიდან არ მტკიოდა, მერე მეტკინა. ფსიქიატრიულში წამიყვანეს.
ინსტიტუტში ჩაბარებას ფული უნდა. მინდა, ვიმუშაო და ჩემი ფულით გადავიხადო. არ მინდა, სხვები დამეხმარონ. ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ არ მინდა დახმარება, მინდა ჩემით მივაღწიო რაღაცას. დიზაინერი მინდა, გავხდე. ტატუების ხატვაც მომწონს. მაგითაც შეიძლება გავაკეთო ფული. ძალიან ბევრი შანსი მაქვს, რომ ვიმუშაო. კარგი ბიზნესიც მექნება. რამეს მოვიფიქრებ. შეიძლება ჩემი რესტორანიც გავხსნა. ჩემი ოცნებაა, ჩემი მანქა