შრომის გაუქმება | ბობ ბლექი
01.12.2018არავინ არასოდეს არ უნდა მუშაობდეს.
შრომა სამყაროს თითქმის ყველა უბედურების წყაროა. თითქმის ყველა ბოროტება, რომელიც თავში მოგივათ, მოდის მუშაობიდან ან იმ სამყაროში ცხოვრებიდან, რომელიც შრომისთვისაა შექმნილი. ტანჯვა რომ შევწყვიტოთ, უნდა შევწყვიტოთ შრომა.
ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შევწყვიტოთ შექმნა. ეს ნიშნავს ისეთი ცხოვრების წესის შექმნას, რომელიც დაფუძნებულია თამაშზე; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლუდისტურ გართობაზე, თანაარსებობაზე, და იქნებ, ხელოვნებაზეც.
ეს მეტია, ვიდრე ბავშვის თამაში, რაც უნდა ღირებული იყოს ის. მოგიწოდებთ კოლექტიური თავგადასავლისკენ საერთო მხიარულებაში და თავისუფლად გაზიარებული დოვლათისკენ. თამაში არაა პასიური. უთუოა, გაცილებით მეტი დრო გვჭირდება სრული მოცალეობისა და მცონარობისთვის, ვიდრე აქამდე გვქონდა ამის ფუფუნება, მიუხედავად შემოსავლისა თუ საქმიანობისა. მაგრამ დასაქმებით გამოწვეული გამოფიტვის შემდეგ, ყველას მოგვინდება რაღაც ვაკეთოთ. ობლომოვიზმი და სტახანოველობა ერთი მედლი