
ანეკდოტი შრომის მორალის დაცემის შესახებ | ჰაინრიხ ბიოლი
ევროპის სამხრეთ სანაპიროს ერთ ნავსადგურში, ღარიბულად ჩაცმული მეთევზე თავის ნავში წევს და თვლემს. კოხტად გამოწყობილი ტურისტი ახალ ფერად ფირს დებს ფოტოაპარატში და მის თვალწინ გადაშლილი იდილიური სურათის გადაღებას აპირებს – ლურჯი ცა, მწვანე ზღვა და თეთრარშიიანი მშვიდი ტალღები, შავი ნავი, მეთევზის წითელი ქუდი. ჩხაკ. კიდევ ერთხელ: ჩხუკ, და რადგან ღმერთი სამობითაა და სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მესამედაც: ჩხაკ. ფოტოაპარატის შემაწუხებელი, ლამის მტრული ჩხაკუნი ნავში მთვლემარეს აღვიძებს. მეთევზე ზანტად
გირჩევთ

უაზრო სამსახურების ფენომენზე | დევიდ გრებერი
07.06.2021
ძველი შრომის ამბები | გიო ახვლედიანი
22.06.2021