საუბარი საქართველოში მშრომელთა ორგანიზების საუკუნოვან ისტორიაზე | ინტერვიუ სტივენ ჯონსთან
"1918-21 წლებში მნიშვნელოვანი გახლდათ ეკონომიკური პროდუქტიულობის საკითხი, რაც უკავშირდებოდა უწყვეტი წარმოების ციკლის უზრუნველყოფას, სხვადასხვა პროდუქციის გამოშვებას, მისი საზღვარგარეთის ბაზრებზე რეალიზებას და ქვეყანაში დოვლათის დაგროვებას. ამ მოცემულობაში საქართველოს მთავრობას არ აწყობდა გაფიცვები. მშრომელთა და პროფკავშირების დამოუკიდებელი მოქმედება მათთვის ძალაუფლების დაკარგვის საფრთხედ აღიქმებოდა. ამიტომ საჭირო იყო, მჭიდროდ "ეთანამშრომლათ" პროფკავშირულ ორგანიზაციებთან და თვალთახედვის არიდან არ გაეშვათ ისინი.
გამოდის, თუ ერთი მხრივ ცხადი იყო ლიბერალური მიდგომები პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების, გამოხატვის და პროტესტების ორგანიზების მიმართ, მეორე მხრივ, კონტროლდებოდა გაფიცვების თუ მშრომელთა დაუმორჩილებლობის ქვემოდან წამოსული ინიციატივები - პროფკავშირული გაერთიანება პირველი რესპუბლიკის დროს მოქცეული იყო მთავრობის კონტროლის ქვეშ.
თუმცა, აქა-იქ, ზოგიერთი პროფკავშირები მაინც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და მათ შორის, ძირითადად, ბოლშევიკები აქ