
მუშათა უფლებები და პროფესიული კავშირები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)
„პირველად საქართველოს სოციალ-დემოკრატიას უხდება მთავარი როლის ასრულება თანამედროვე სახელმწიფოს აშენების საქმეში. ჯერ არსად არ ყოფილა ასეთი მაგალითი... ... ჩვენ ვართ არა მარტო სახელმწიფოს უბრალო ამშენებლები, არამედ სოციალ-დემოკრატი მშენებლები, ე. ი. ჩვენ ვართ ისეთი ხალხი, რომელიც განსაზღვრული პოლიტიკური აზრით და მიზნებით ვაწარმოებთ პოლიტიკას“, – განაცხადა 1918 წლის აგვისტოში ნოე ჟორდანიამ, თბილისის მუშებთან გამოსვლისას.
ეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თვეებია. ახალი ხელისუფლების ფოკუსში თავიდანვე ექცევა მშრომელთა უფლებები.
ეს ბუნებრივიცაა –
დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური სპექტრის 90-95 პროცენტი მემარცხენე ჯგუფები არიან.
მათ რიგებში კი, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატებში, მშრომელთა პროფკავშირები ლამის შეზრდილია.
სოციალ-დემოკრატიული პარტია თავის პროგრამაში ცალკე თავად გამოყოფს „მუშათა საკითხს“, მოითხოვს შრომის ინსპექციის დაწესებას მათი მონაწილეობით, ვისაც მუშები აირჩევენ; ასევე, მოითხოვს სამუშაო გარემო