
„მთელი ქალაქის მუშა და ხელოსანი ხალხი ფეხზედ სდგას"
საქართველოში მუშათა მოძრაობა 1860-იანი წლებიდან იწყება და პიკს 1905 და 1917 წლებში აღწევს. ქართველი ბოლშევიკი და რევოლუციონერი ფილიპე მახარაძე ამ პროცესს ოთხ ნაწილად ყოფს: პირველი ეტაპზე პროტესტს მეფის მთავრობის გადაცდომები იწვევს. მეორე ეტაპზე მუშები იმპულსურად და წერტილოვნად იფიცებიან დამქირავებლების წინააღმდეგ. შემდეგში პროტესტი უფრო მასშტაბური ხდება და სტიქიურ ხასიათს იღებს. მეოთხე ეტაპზე კი მათ სოციალ-დემოკრატები უკავშირდებიან და გაფიცვები ორგანიზებული ნარატივის ფორმაში ჯდება.
საორიენტაციოდ ეს დაყოფა გამოგვადგება.
თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა 1865 წლის ივნისში იყო. ამ დღის შესახებ ვრცელი ტექსტით გვიყვება ზაქარია ჭიჭინაძე, გამომცემელი და ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, თბილისის ერთ-ერთი მთავარი ბუკინისტი. 1855 წელს რუსეთის იმპერიის ყირიმის ომში დამარცხების შემდეგ დიდი გაჭირვების პერიოდი დადგა. გაიზარდა გადასახადები. ამას ემატებოდა ც
გირჩევთ

პირველი პირველი მაისი | გიორგი ჭკადუა
01.05.2021
ძველი შრომის ამბები | გიო ახვლედიანი
22.06.2021