სიმრავლე თუ მშრომელთა კლასი? | ანტონიო ნეგრი
26.12.2016ანტონიო ნეგრი (1933) - იტალიელი ფილოსოფოსი,
პოლიტიკური მოღვაწე, ოპერაიზმის თეორეტიკოსი.
ქვემომდებარე ტექსტი წარმოადგენს 2002 წელს
ევროპის სოციალურ ფორუმზე ანტონიო ნეგრის
გამოსვლის თარგმანს.
ყველანი ვთანხმდებით, რომ გვინდა ვებრძოლოთ კაპიტალს და განვაახლოთ სამყარო. მაგრამ ეს არ უნდა მოიაზრებოდეს, როგორც პოეტური პროცესი, რადგან სიმრავლე არა პოეტური, არამედ კლასობრივი ცნებაა. როცა მე ვსაუბრობ სიმრავლეზე, როგორც კლასობრივ ცნებაზე, მხედველობაში მაქვს ის, რომ მშრომელები დღეს შრომობენ იმგვარადაც, როგორც რამდენიმე საუკუნის წინ და სხვაგვარადაც. მშრომელთა კლასი და მისი კლასობრივი შემადგენლობა განსხვავებულია სხვადასხვა პერიოდში, ინდუსტრიულიდან მოყოლებული.
შრომის ორგანიზება ჯოჯოხეთურად შეიცვალა მე-18 საუკუნიდან დღემდე, ისევე როგორც კლასობრივის პოლიტიკური და ტექნიკური კომპოზიცია. გარდა ამისა, დღეს კლასი სრულიად სხვაგვარად აყალიბებს საკუთარ კლასობრივ ცნობიერებას. თუ ჩვენ ცნებებს მშრომელთა კლასი და შრომის ორგანიზება გამოვიყენებდით როგორც ჰომოგენურსა