გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

ტყაშმაფა | ლაშა ყაბანაშვილი

არის და არ არის რა,

იყო ქალღმერთი ტყის - ტყაშმაფა,

ყოველი მონადირის სურვილთსაგანი.

 

ის, ვინც ცხოვრობდა, ძველად ტყეში,

ახლა ცხოვრობს ბინის სარდაფში,

ცხოველებს შორის და მათ თავზე,

მბრძანებელხატადქმნილი - ღვთაებრივი ბუნებრიობის,

ობიექტი ლტოლვის და ძრწოლის, ვინც თავს დაატეხს გაქვავების საზარელ წყევლას,

ვინც გათქვამს აქტის საიდუმლოს, დაუფლების სიამოვნებით აღტაცებულ მონადირეებს;

ახლა უძლური და ხავსმოდებული, დამპალ სახლში, კერპად ქცეული,

ნოსტალგიის პირველყოფილ მთლიანობაში, იღებს კლიენტებს,

რაც იყო სული, იქცა სხეულად, და მას სჭირდება ახლა ფული გადასარჩენად,

გადახდა საათობით ან ცალკეულ აქტად, სპეციალური მომსახურება - დამატებით თანხის გადახდით.

არის და არ არის რა,

იყო ურჩხული ოჩოკოჩი,

ბალნით მოსილი, მკერდრქოვანი,

თხისფეხება, ჩლიქოვანი ნადირთმფარველი.

მონადირეთ თავზარდამცემი, განრისხებული,

ის, ვინც შურს იძიებს ცხოველთმოკვლისთვის,

ვინც მიელტვის და დასდევს ტყაშმაფას,

ახლა, ძალადობა აღარ სჭირდება, როცა აქვს ფული,

და მომხმარებლის სახედ ქცეული, სტუმრობს ტყაშმაფას,

დღიდან დღემდე, სხვადასხვა სახით

 

 

პროექტის ავტორი: დავით აფაქიძე
ფოტო: დავით აფაქიძე, მარიკო ჭანტურია
პოეზია: ლაშა ყაბანაშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა