ჩემთვის ენა აწმყოა | ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან
ნინო ხარატიშვილი იმ თითზე ჩამოსათვლელ თანამედროვე ქართველი მწერალთაგანია, რომელმაც შეძლო ლოკალური სივრციდან გასვლა და არაქართულ გარემოში თავის დამკვიდრება. გერმანიაში აღიარების შემდეგ მისი წიგნები ქართულადაც ითარგმნა (ის გერმანულად წერს) და ახლა უკვე ქართველი მკითხველი თავისსავე ენაზე ეცნობა. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე - ჯერ აქ და მერე სხვაგან, მაგრამ ნინომ ეს ტრადიცია დაარღვია.
ინდიგო: დავიწყოთ ენით: იყო თუ არა შენი ენობრივი არჩევანი განპირობებული აუდიტორიის სიდიდით? გერმანულენოვანი აუდიტორია, ცხადია, შეუდარებლად დიდია, ვიდრე, მაგალითად, ქართულენოვანი.
ნინო ხარატიშვილი: ასეთი გათვლით ნაკლებად ვმოქმედებ, საერთოდ. ვერ დაგეგმავ ასე ვერც კარიერას და ცხოვრებას – მით უმეტეს. გერმანიაში დარჩენას არც ვაპირებდი. გერმანული კარგად ვიცოდი, ბავშვობიდან ვსწავლობდი და იქამდე ორი წელი, VII-VIII კლასები, იქ მქონდა გატარებული. 20 წლის ვიყავი, როცა ცნობიერად გადავედი გერმანიაში. ვაპირებდი, ოთხი წლის შემდეგ დავბრუ