გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დასასრული | გიორგი კიკონიშვილი

2011 წლის მარტში, თბილისში, თავი მოიკლა ბიჭმა, რომლის დაკრძალვაზე მისული ჩვენი მეგობრები იხსენებენ, რომ საფლავზე სანთელიც კი არ ენთო. ეს ბიჭი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2010-იანი წლების გარიჟრაჟზე საქართველოში ღიად განაცხადა, რომ გეია. დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში ტრანსგენდერი აქტივისტი, ბარტი, სოციალურ ქსელში წერდა: „17 მაისი მინდა აღვნიშნოთ, თუნდაც თითო სანთელი დავანთოთ იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც ჰომოფობიის მსხვერპლი შეიქნა, ადგილის შერჩევაში და აღსრულებაში დამეხმარეთ რა“. იდეას ოცამდე ადამიანი შეუერთდა, შეიკრიბნენ, იყიდეს ფერად ლოტოსზე მიმაგრებული სანთლები და ჰომოფობიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებლად მტკვარში გაუშვეს. მეტეხის ხიდზე, სანთლებით, ასე დაიწყო 17 მაისი.

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში პირველად აღინიშნა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ახლა, როცა ერთი დეკადით უკან ვიხედებით და განვლილი გზის გათვალისწინებით ამ თარიღის კონკრეტულ შინაარსში მოქცევას ვცდილობთ, ეს ამოცანა კიდევ უფრო რთულდება და იქნებ, შეცდომაში შემყვანიც

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

გამოწერა
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა