სტადიონი და ტაძარი: როგორ იქმნებოდა ქართული პროტესტი | გიორგი მაისურაძე
პირველი მუხტი: 1988 წლის 26 მაისი და სტუდენტური ენერგია
1978 წლის ენის პროტესტის შემდეგ, საქართველოში პირველი დიდი მანიფესტაცია 1988 წლის 26 მაისს ჩატარდა. მე იქ ვიყავი. იმ წელს ვაბარებდი უნივერსიტეტში. ძალიან ამაღელვებელი დღე იყო. მახსოვს, შევიკრიბეთ თსუს ბაღში და მსვლელობით წავედით სიონთან, ახალგაზრდული კლუბისკენ.
ახალი შექმნილი იყო სტუდენტური პრესკლუბიც უნივერსიტეტში. როგორც წესი, მეგობრებისგან ვიგებდით დემონსტრაციებისა და შეკრებების შესახებ. ამ პრესკლუბმა ჩაუყარა საფუძველი რაღაც ახალგაზრდულ, ნახევრად არაფორმალურ ორგანიზაციას მოგვიანებით, სადაც ვიყავით: ირაკლი კაკაბაძე, გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ელიზბარ მუჯირი და კიდევ რამდენიმე, რომლებიც მივიდნენ გაზეთ თბილისში და თქვეს, რომ რაღაცას ვაპირებდით, კონკრეტულად რას არც არავინ ვიცოდით. ეს იყო, უბრალოდ, რაღაც ახალგაზრდული ენერგია, რომელიც გარეთ გამოდის. თან 1987 წელია, პერესტროიკა დაწყებულია, საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაციას ცდილობენ, მედია მეტ-ნაკლებად გაიხსნა, ქვეყნის საზღვრებიც იხსნება, ხალხი ლაპარაკობს გარემოს დაცვაზე, ლიტერატურაზე, ცენზურაზე - ყველგან მოძრაობაა. დღეს რომ ვიხსენებ, არც კი მახსენდება რამე კონკრეტული, რასაც ვაპროტესტებდით, ან რას ვითხოვდით, რისთვის ვიღწვოდით ამაზე საერთოდ ბუნდოვანი და აბსტრაქტული წარმოდგენა იყო ყოველთვის.
ეს ახალგაზრდული ჯგუფები ნელ-ნელა იკრიბებოდა, იყო ასეთი წერტილები, მაგალითად პიონერთა სასახლე, სადაც ჯერ სკოლის მოსწავლეები დავდიოდით ისტორიის, არქეოლოგიის, მხარეცოდნეობის წრეზე. დავყავდით ექსკურსიებზე და ვუახლოვდებოდით ერტმანეთს.
მე გამიმართლა, რომ თხუთმეტი წლის ასაკში გავიცანი, ოთხმოცი წლის ლიზიკო ქავთარაძე, ცნობილი ქართველი დისიდენტი, რომელმაც 28 წელი გაატარა პატიმრობაში. ჩემთვის ეს ადამიანი მითოლოგიური არსება იყო, ფაქტობრივად მისი უკანასკნელი მოსწავლე ვიყავი, უამრავი რამე გავიგე მისგან, თუმცა ბევრი ყველაფერი არც მესმოდა, იმდენად უცხო და წარმოუდგენელ სამყაროზე მელაპარაკებოდა.
1987 წელს იწყება ტრანსკავკასიის რკინიგზის საწინააღმდეგო პროტესტები, მაგრამ ამას არ ჰქონია მანიფესტაციური ხასიათი. უბრალოდ, იწერებოდა, ხალხი ღიად ლაპარაკობდა და აკრიტიკებდა, პროპაგანდა კი ხალხს ფშავ-ხევსურეთს ეკონომიურ აღორძინებას ჰპირდებოდა.
1988 წლის ზაფხულში ჩავირიცხე სტუდენტად და პირველივე სემესტრში, რამდენიმე სტუდენტმა მოვიარეთ ფშავ-ხევსურეთი. ველაპარაკებოდით ხალხს და იქვე მივხვდით, რომ კატეგორიულად უნდა შევწინააღმდეგებოდით ამ მშენებლობას.
დიდი გავლენა იქონია მეცნიერებათა აკადემიამ, სწორედ იქ ამხილეს, რომ ტრასკავკასიის რკინიგზის მშენებლობა რეალურად დიდი კორუფციული სქემა იყო, პოლიტიკურად და ეკოლოგიურად კი უკიდურესად საშიში პროექტი - და გააჩერეს.
აკრძალულში მონაწილეობა: გარეჯი და ერთიანობის განცდა
პირველ დემონსტრაციაზე ბოლომდე ვერც აღვიქვამდი სად ვიყავი და რაში ვმონაწილეობდი. ეს განცდა წიგნებიდან და ფილმებიდან ან სხვების ნაამბობიდან ვიცოდი, რომ საერთოდ არსებობს - საპროტესტო აქცია. და უცებ შენ თვითონ ხარ მონაწილე. თან შენ არ მოსწრებიხარ არც 1978 წლის ენის აქციას და არც 1956 წელს, სტალინის კულტის დასაცავ დემონსტრაციას. არანორმალური განცდა იყო, ამ უზარმაზარი მუხტის შეგრძნება, თან გვეშინოდა, რადგან ვიცოდით, რომ შეიძლებოდა დავეჭირეთ.
აკრძალულში მონაწილეობა და ერთიანობის განცდა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც გვალახინებდა შიშს და დაძაბულობას და გაბედულებას გვმატებდა.
მერე უკვე დაიწყო სწავლა. 19 სექტემბერს უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა პრეს კლუბის სტუდენტების მიერ ორგანიზებული პატარა აქცია. მეორე დღეს უკვე ბევრად დიდი აქცია გაიმართა და მოთხოვნაა: გარეჯის სამონასტრო კომპლექსდან საბჭოთა პოლიგონის გადატანა. აი, ამას უკვე მოჰყვა მუდამ მზარდი საპროტესტო დემონსტრაციები. წარმოუდგენელი რაღაცა ჩემთვის - სამი კვირა არ არის გასული რაც სტუდენტი გავხდი და უცებ რაღაც დიდ მიტინგს ვაორგანიზებთ. აქციები საკმაოდ სპონტანურად იწყებოდა ხოლმე, გამოვიდოდა რამდენიმე ადამიანი და მერე ნელ-ნელა ემატებოდა ხალხი.
თუ გვინდა, რომ რეალური ისტორია აღვწეროთ საქართველოში პროტესტების, უნდა ვთქვათ, რომ მამოძრავებელი ძალა არასდროს ყოფილა კონკრეტული მიზანი, რამედ ეს იყო მუდამ ჭარბი ენერგია, უკმაყოფილების ენერგია, რომელიც ცდილობს სადღაც იპოვოს გამოსასვლელი - მიიღოს ფორმა. თორემ თავად ამ საპროტესტო ენერგიას, შინაარსი და ფორმა არ გააჩნია. ის თავისთავად თანდათანობით იკრებს ძალას - ჯერ არის სტუდენტობა, მერე ამას ემატებიდან არაფორმალები, მერე ყოფილი პოლიტპატიმრები. აი, ზვიად გამსახურდია პირველად დისიდენტებთან ერთად ვნახე.
ნაციონალიზმის ტალღა: ჟვანია, გელაშვილი და აფხაზეთი
ოქტომბრიდან მიტინგი რუტინული მოვლენაა. იმ აქციებზე ჩნდება პირველად ზურაბ ჟვანიაც, მაშინ ჯერ 22-25 წლის, თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტი.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა მწერალი ნაირა გელაშვილი. მისი პუბლიკაციები ხელიდან ხელში გადადის. ისეთ თემებზე ბედავს ლაპარაკს ინტერვიუებსა თუ პუბლიკაციებში, რაზეც ვერავინ იღებს ხმას. მისმა ცნობილმა ტექსტმა „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია“ ძალიან ბევრ რამეზე ამიხილა თვალი.
მოკლედ, პროცესი სპონტანური და სტიქიურია.
ეს თემები შემოდის, მოჰყვება დიდი აფეთქება და ძალიან მალე ქვრება - ავიწყდება ხალხს, იმიტომ რომ ამასობაში რაღაცა სხვა მოდის - ახალი, მაგრამ ძველი მოუგვარებელი რჩება, გვერდზე გადადის.
ისიც დასადგენია გარეჯი როგორ შემოვიდა ჩვენს ცნობიერებაში. ნამდვილი ისტორია სულ სხვანაირი შეიძლება იყოს. გარეჯის ამბავი ჩემთვის საგარეჯოს პირველი მდივნის, მედეა მეზვრიშვილის საქმით იწყება. მან ჯერ საგარეჯოს რაიონს მიუერთა გარდაბნის რაიონის კუთვნილი გარეჯის უდაბნოს ტერიტორია და შემდეგ იქ დააფუძნა სოფელი გარეჯი. გაიყვანა გზები, დაიწყო ვენახების გაშენება, დააარსა დღესასწაული გარეჯობა, რომელიც ყოველ მაისს ტარდებოდა, ჩადიოდა ხალხი. ამ პარტიულ ფუნქციონერს და თან რაიკომის მდივანს ჰქონდა იმ დროისათვის უჩვეულო ჩინოვნიკის ცნობიერება - საქმეში ჩართო ისტორიკოსები - ???. მეც ამიტომ მახსოვს ბავშვობიდან, რადგან ჩემი მშობლებიც ისტორიკოსები იყვნენ, სულ დავყავდი გარეჯობებზე.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ არც დისიდენტის და არც რამე ეროვნული მოძრაობის წევრის, არამედ რაიკომის მდივნის დამსახურებაა ის, რომ გარეჯი შემოვიდა საერთოდ ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში. მანამდე რამდენიმე ისტორიკოსის და ხელოვნებათმცოდნის გარდა არავინ იცოდა გარეჯის შესახებ.
მთავარი იმ წლებში ის უკმაყოფილების ჭარბი ენერგია იყო, რომელიც მოიწევდა გარეთ გამოსასვლელად, გადმოსაღვრელად და არ ჰქონდა მნიშვნელობა არა აქ, რა შინაარსი მიეკერებოდა. შინაარსებს ყოველთვის ის ჯგუფები - ინტელექტუალური თუ პოლიტიკური ელიტები ქმნიან, რომლებიც ამ ტალღას სათავეში მოექცევიან. მთელი ენერგია გადადის იმ რელსებზე, რომელსაც ეს გავლენიანი ჯგუფები გამოჩარხავენ. ასე შემოვიდა აფხაზეთის თემაც.
აბსოლუტური განცდა გაქვს, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანში მონაწილეობ, ძალაუფლების და გავლენის განცდა გაქვს, გრძნობ, რომ კოლექტიური სხეულის ნაწილი ხდები.
თავიდან სრულიად მარგინალური იყო ეს ყველაფერი. ბევრი ერიდებოდა კიდეც დისიდენტების გვერდზე გამოჩენას. ახალგაზრდებს პირიქით, გვეამაყებოდა.
მერე ნელ-ნელა რომ მომრავლდა ხალხი, შემოვიდა კონფორმულობა - ხალხს უმრავლესობის მხარეს უნდა ყოფნა. ამ მომენტშიც იზრდება მომიტინგეთა რაოდენობა. სინამდვილეში, ჩვენ ხელოვნურად ვიგონებთ პრობლემებს, არა იმიტომ, რომ ისინი არ არსებობს, პრობლემების მეტი რა გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ მთავარი პრობლემის არტიკულირება გვიჭირს. იმ დროს მთავარი საწუხარი არის ეკონომიკური პრობლემები. უკვე რამდენიმე წელია ტალონების სისტემაა შემოსული, უმრავლესობა შეზღუდული რაციონებით იკვებება. მთელი ქვეყანა განიცდის ეკონომიკურ სტაგნაციას. საბჭოთა კავშირი გამოსავლის ძიებაშია. კორუფციაა არანორმალური. ყველანი არიან ქურდები, ბანდიტები, კრიმინალები - და ამას გრძნობ ყოველ ნაბიჯზე - სკოლის მოსწავლე გრძნობს სკოლაში, სტუდენტი გრძნობს უნივერსიტეტში, სამსახურებში. ახლაც მცხვენია გახსენება, ისეთ კორუმპირებულ სისტემასთან გვქონდა საქმე - უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებით, ჩაწყობის გარეშე ხვდება ალბათ 2%. ყველა ეს სოციალური, ადამიანების რეალური პრობლემები ითარგმნება ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნაში.
შიმშილობა და აგენტომანია
1988 წლის ნოემბერში იწყება უკვე შიმშილობის აქცია.
ჩემთვის დღემდე გაუგებარია რისთვის შიმშილობდა ის ხალხი. იქ ჯერ დამოუკიდებლობის მოთხოვნაც არ ისმის. ეს არის რეაქცია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მოსკოვიდან, რომელიც ზღუდავს მიტინგების, მანიფესტაციების და მასობრივი ღონისძიებების გამართვის წესებს.
ვიდეო ჩანაწერიც არსებობს თსუს სააქტო დარბაზში, ჯუმბერ პატიაშვილი და აილია მეორე მოდიან ამალით და ერთი სტუდენტი ამბობს: „თავისუფლებისთვის 10 წელი რატომ ვერ ვიშიმშილებთ“, რასაც მოჰყვება ისტერიული აღფრთოვანების ოვაციები. აქ ხო რაციონალურზე, სტრატეგიულზე არ არის ლაპარაკი, მთავარია ვინ მოახერხებს მასების აღფრთოვანებას. ვინ მეტი პათოსით ილაპარაკებს. ვინ მიიღებს მეტ ტაშს. მარტო ესაა მიზანი.
18 წლის ასაკიდან ვხედავ, რომ ადამიანები მხოლოდ ამისთვის იბრძვიან, არავითარი შინაარსები.
როდესაც პრობლემებზე მიდის საუბარი, მახსენდება ხშირად გამეორებული რუსული, საბჭოთა ანეგდოტი: ნამ ვსემ პლოხა. ანუ თითქოს გიხარია, მიღებული გაქვს და გეცინება კიდეც, რომ ცუდად ვცხოვრობთ, რომ უკიდურესად დაბალი ცხოვრების ხარისხი გვაქვს. არადა სოციალისტურ სახელმწიფოში ცხოვრობთ. რადგან სოციალური თემა იმდენად დისკრედიტირებულია, რომ ვერავის აღაშფოთებ, იწყება ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენს ეროვნულობას ებრძვიან, რომ საქართველოს ისტორიას, ქართული ხელოვნების ისტორიას, ქართულ ლიტერატურას ებრძვიან. დღესაც მოისმენ, რომ საბჭოთა კავშირში გვეკრძალებოდა საქართველოს ისტორიის სწავლა. ვეკითხები ხოლმე, განსაკუთრებით ახალგაზრდებს: საიდან იცით? იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიის შესწავლა და კვლევა, ქართული ლიტერატურის აღმოჩენა, პირველი პუბლიკაციები ენაზე, ლიტერატურული ძეგლების აღმოჩენა, შესწავლა, ყველაფერი საბჭოთა პერიოდში იწყება. ისტორია სულ სხვა არის, ვიდრე ეს ზედაპირული გამონათქვამი, რომ ვიღაცა რაღაცას გაუთავებლად გართმევს.
შესაძლოა იმდროინდელი პოლიტექნოლოგიის მიზანი სწორედ ეს არის: სრულიად ეფემერულს, რაღაც ილუზორულ იდეალებს და პრობლემებს გამოეკიდო, რომ რეალობას კიდევ უფრო დაშორდე. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რადგან ამ დასკვნას კვლევით, გამოძიებით გამყარება სჭირდება. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ საბჭოთა პოლიტექნოლოგები, ცეკას და კაგბ-ს კადრები ჯეროვნად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს და ასე, ტოტალურად აკონტროლებდნენ ინფორმაციასაც და განწყობებსაც საზოგადოებაში.
მახსენდება პოლიტექნოლოგების ერთ-ერთი წარმომადგენლის ძველი ინტერვიუ, რომელიც ჰყვება როგორ დაჰყავდათ სადღაც, ფანტასტიკურ დაჩებზე, ატარებინებდნენ დროს. მთელი ღამე ვქეიფობდით, დილით, ნაბახუსევზე ერთ-ორ სლოგანს მოვიგონებდით და ვიშლებოდითო. იმდენად კორუმპირებული და მოშლილი იყო მთელი სისტემა, რომ ვისაც ევალება რომ პროვოკაცია გამოიგონოს, მასაც ეზარება - ყველას ხელი აქვს ჩაქნეული, ყველგან იგრძნობა, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს. აღარც იდეოლოგიის სჯერათ - სრული ნიჰილიზმია. ხრუშოვის პერიოდიდან იწყება. ეს არის იმპერია, რომელსაც მიზანი აღარ აქვს - სისტემა ჩამოშლილია. და სწორედ ამ ჩამოშლილ საბჭოთა სივრცეში - აბსტრაქტულ, უფორმო, ბუნდოვან იდეებზე გიჟდება ხალხი და კოლექტიურში ეგზალტაციაში ვარდება. მაშინ, როდესაც კონკრეტულ სოციალურ პრობლემებზე არაპოპულარულია ლაპარაკი. მაინც მგონია, რომ 70-იანი წლებში დისკურსული წინაპირობები არსებობდა, უბრალოდ, 80-იანების ბოლოს უკვე ერთადერთი დისკურსი გვაქვს - ეს არის პატრიოტულ-ნაციონალისტური. დისკურსში ვერ აღწევს ვერაფერი ეროვნული თემატიკის გარდა. სოციალური აფეთქებაც რომ მომხდარიყო, მის აღსაწერად ენა აღარ გაგვაჩნდა, ენის გარეშე კი ახალი დისკურსის შექმნა შეუძლებელია.
რიტუალური პროტესტი და 9 აპრილი
1989 წლის, 18 მარტს აფხაზეთში, გუთაუთის რაიონის სოფელ ლიხნში იმართება ცნობილი ყრილობა, სადაც კითხულობენ და ავრცელებენ საერთო მიმართვას აფხაზი ხალხის სახელით. წერილია კრიტიკული ქართველების მიმართ, აცხადებენ, რომ განიცდიან ჩაგვრას ქართველებისგან, რომ ზემოდან გვიყურებენ და სუვერენიტეტს გვართმევენ. საპასუხოდ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ტარდება მრავალრიცხოვანი შეხვედრა, სადაც გამოდიან ქართველი ისტორიკოსები, უმეტესობას პირადად ვიცნობ, რადგან ისტორიის სტუდენტი ვარ, და უცებ ვხედავ, რომ ეს ხალხი ერთმანეთს რადიკალიზაციაში ეჯიბრება. ვინ უფრო რადიკალურად დაგმობს, ვინ იქნება უფრო მკაცრი და დაუნდობელი აფხაზების ამ გამოსვლის მიმართ. სულ ვფიქრობ, როგორ წამში გაჩნდა ეს ფორმულირებები: ჩვენ აფხაზებს მივეცით: უნივერსიტეტი, ჩვენ შევუქმენით დამწერლობა, ჩვენ გავუხსენით თეატრი - ნამდვილი მე-19 საუკუნის იმპერიალისტური ლექსიკა, ზუსტად ასე ლაპარაკობს რუსეთი საქართველოზე - ანალოგიური ფორმულირებებით: ქართველებს ჩვენ შეგიქმენით - ქართული გაზეთი, ქართული თეატრი, ოპერა აგიშენეთ. ზუსტად იგივეს იმეორებს ქართული, ეროვნული მოძრაობა აფხაზებთან: საერთოდ ხმას რაზე იღებთ, რითი ხართ უკმაყოფილო, მერე ეს დაცინვით ნათქვამი „ერთი სტადიონი ხალხი“, გავრცელებული ცრუ მითები, რომ აფხაზურ ენაში ზღვის აღმნიშვნელი სიტყვა არ არსებობს - და ამას ინტელექტუალები, ისტორიკოსები აკეთებენ. რომლებიც ეყრდნობიან 1954 წელს გამოსული პავლე ინგოროყვას წიგნს „გიორგი მერჩულე“, უკრიტიკოდ, კვლევის გარეშე, სრულიად უაპელაციოდ.
მოკლედ, აფხაზეთის თემა ასე უეცრად ხდება წამყვანი. მანამდე იყო გარეჯი, ხუდონი, ტრანსკავკასიის გზა და ბოლოს მოდის აფხაზეთი.
რა თქმა უნდა, ამ ეიფორიის ნაწილი ვარ მეც. ესეთი საზოგადო მოღვაწეები, ინტელექტუალური სფეროში არიან ადამიანები, რომლების გავლენის ქვეშაც ვიმყოფებით, ცოდნა აქვს, რიტორიკა, არ ვიცი, რაღაცა ისეთზე, გელაპარაკებიან და ისეთი ტონით გელაპარაკებიან, რომ აი, ეხლა მე გეუბნებით სიმართლეს და დანარჩენი ყველგან სიყალბეს ისმენთ და აი ეს მომხიბვლელობა აქვს და შესაბამისად მექანიკური გამეორება, ეხლა მე მახსოვს, რომ 18 წლის მექანიკურად ვიმეორებდი ვიღაცეებს. აზრებს და რაც უფრო რადიკალურია აზრი, მით უფრო გხიბლავს და გებეჭდება გონებაში.
მე მიმართლებს, რომ 1988 წელს უკვე ვუახლოვდები ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას და კერძოდ პირადად ზურაბ ჭავჭავაძეს. მისგან მოდის განსხვავებული ტიპის აზროვნება, უფრო შემრიგებლური აზრები და იდეები, მათ შორის აფხაზეთთან მიმართებაში. განსაკუთრებით გამსახურდიას ფონზე, რომელთანაც ყველა სუკის, კრემლის აგენტია, ვინც მას არ ეთანხმება- აგენტომანიის მეტყველება შემოდის და იწყება უკიდურესი რადიკალიზაცია.
ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო ზალიკო ქიქოძესთან ურთიერთობა. მუზეუმში დავდიოდით მასთან. თავის კაბინეტში გველაპარაკებოდა, წიგნებს გვაძლევდა. ოფიციოზი მის მიმართ თავიდან ნეიტრალური იყო: უნივერსიტეტში გვეუბნებოდნენ, რომ ეს კაცი უბრალოდ უცნაური ვინმეა და სტუდენტებს აგიჟებს. ამ დროს ზალიკო ქიქოძეა ის, ვინ ამ რადიკალიზაციას ერთ-ერთი პირველი აკრიტიკებს, წერს სტატიებს, რომ ნაციონალიზმია ფაშიზმის ფუნდამენტური ელემენტი, რომ საშიშია გაუგებარ გენეტიკურ ქართველზე ბოდვა. თუმცა, მალე იწყებს ნომენკლატურა კამპანიებს ავტორიტეტების წინააღმდეგ, მათ შორის არიან: ზალიკო ქიქოძე, ვახუშტი კოტეტიშვილი და პირველ რიგში, მერაბ მამარდაშვილი.
მე ერთადერთხელ დავესწარი მამარდაშვილის ლექციას. დამშვიდობებისას გვითხრა შემდეგი ლექცია არ ჩატარდება, მოსკოვში მივდივარო. ეს მისი ბოლო ლექცია აღმოჩნდა, საქართველოში ბრუნდებოდა, როდესაც მოსკოვის აეროპორტში გულის შეტევით გარდაიცვალა.
უნივერსიტეტში ასეთ ადამიანებს ვუსმენდით და მათთან ურთიერთობა ცვლიდა რაღაცას ჩვენს ცნობიერებაში.
გარდამტეხი წერტილია 9 აპრილი.
ოთხ აპრილამდე, აქციებს ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ატარებს, ზურაბ ჭავჭავაძის და თამარ ჩხეიძის მეთაურობით და საკითხი ეხება სწორედ აფხაზეთს. ოთხი აპრილიდან უცბად დგება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა და ხალხი იწყებს შიმშილობას. მაშინ, როდესაც აფხაზეთის საკითხი ისევ მწვავეა. სინამდვილეში, ჩვენ არასდროს დავინტერესებულვართ საკმარისად, რომ გამოგვეკვლია რა ხდებოდა აფხაზურ საზოგადოებაში, საერთოდ რა აწუხებდათ. ამის ნაცვლად შენ ეუბნები რომ საერთოდ ერთი სტადიონი ხალხია, რომ მადლობელი უნდა იყოს, რომ საერთოდ ადამიანად თვლი, რადგან საქართველო მისი სამშობლო არ არის. ამ ფრაზებს დღესაც გაიგონებ ჩვენ საზოგადოებაში.
მასების ამბოხი: კრიტიკული დისტანცირება
ყველაფერი იცვლება 9 აპრილის დარბევის შემდეგ. რადიკალურ და არარადიკალურ ჯგუფებს შორის დისტანცია ჩნდება. რუსთაველი გადაკეტილია. უნივერსიტეტის ეზოში ტანკი დაგვიყენეს. მთელ ქალაქში შავებში ჩაცმული ხალხი დადის, თავზე შავი ლენტი აქვთ გაკრული. მანქანები სიგნალებით დაიდიან. ქუჩაშია ხალხის უზარმაზარი მასა.
არნახული მასშტაბის დაკრძალვის ცერემონიალებით აცილებენ დაღუპულებს. განწყობა მასობრივი ხდება. მაშინ შემოდის რიტუალური, რელიგიური ფორმები. მაშინ იბადება ეს ახალი რელიგიურობაც (რომელიც არ მოდის ეკლესიიდან). ეკლესია ჯერ არ არის გავლენიანი ინსტიტუტი.
მე ვიტყოდი, რომ რაც მაშინ ჩნდება ეს არის ქუჩის ქრისტიანობა, თავისი პირჯვრის წერის და დაჩოქების რიტუალებით.
აი, მაგალითი: მივდივართ სტუდენტები მსვლელობით და უცებ ვხედავთ ილია ჭავჭავაძის ძეგლს. ვჩერდებით, ვიჩოქებთ, ვიწყებთ ლოცვას. ლოცვაც კი არ ვიცით წესიერად, შეიძლება ილიას რომელიმე ლექსი წავიკითხოთ, ვიღაც ამღერდება და შენც ჰყვები. ეს უცნაური ენერგია რაღაც რიტუალებად გამოდის გარეთ. ამ კოლექტიურ პროცესში შეიძლება რაღაც კრიტიკულმა აზრმაც გაგკრას, მაგრამ ხალხში ვერ ბედავ ხმის ამოღებას. გულწრფელად რომ გითხრათ, არც ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ კრიტიკული აზრი ვინმეს ოდესმე უჩნდება, ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტში. რადგან იქ, სხვა, პარალელური ინსტინქტები მუშაობს. გამოცდილი უნდა გქონდეს, რომ მიხვდე რის ახსნასაც ვცდილობ. ერთი ინსტიქტიც გმართავს - „მინდა გამოვჩნდე, ჩემი ხმა გაიგონონ, სცენაზე დავდგე, მომისმინონ, ჩემი სახელი გაიგონ“. ეს მაგალითი გაქვს უფროსებისგანაც. ინერციით, შენც იქით მიდიხარ..
რამდენს აიყოლიებ, რამდენი დაგიკრავს ტაშს, ეს უზარმაზარი ფაქტორია, რაზეც ყველაზე ნაკლებად საუბრობენ დღესაც. ყოველთვის ეს არის წამყვანი მოტივაცია. ეს არის ალბათ ყველა საპროტესტო აქციებზე მთავარი მოტივაცია.
9 აპრილის შემდგომი პერიოდი ეს არის - უზარმაზარი გარდატეხა ხდება, მოძრაობა მასიურია, უმრავლესობა უკვე აქეთ მხარეს არის. უწყვეტი პროტესტები მიდის. თუმცა, ბუნდოვანია კონკრეტულად რას აპროტესტებ. ჩნდებიან ჯგუფები, იქმნება პარტიები, მაგრამ სრულიად ქაოტურია პროცესი. მთავარი მაინც იქ, იმ ერთიან მასაში ყოფნაა. „მიტინგზე არ მოდიხარ?“ „იყავი ამ მიტინგზე?“ თითქოს სავალდებულოა იქ ყოფნა.
ეს ძლიერი ფსიქოლოგიური ფაქტორია, ისინი, ვინც თავისთვის ცხოვრობენ, ფაქტობრივად არ არსებობენ, რადგან მათი არსებობის შესახებ არავინ იცის, მათ ხმას არავინ უგდებს ყურს, უცბად მნიშვნელოვნებას იძენენ, მათ ხედავენ, რადგან ისინი ამ კოლექტიურ სხეულს უერთდებიან, სინამდვილეში კი, კოლექტიურ ისტერიაში, კოლექტიურ ოვაციებში აღმოჩნდებიან. და ამ დროს ჩნდება ბელადი, რომელსაც თაყვანს სცემ, მის სიტყვებს ციტირებ, ინსტინქტურად იმეორებ ყველაფერს, რასაც ის ამბობს.
მაგრამ მაისში უკვე რადიკალურად იცვლება განწყობა.
რას ნიშნავს რომ ვშიმშილობ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით? შიმშილობის აქტი ხომ ნიშნავს იმას, რომ მე თავს ვწირავ, მაგრამ რისთვის? საბჭოთა კავშირის დაშლისთვის, საქართველოს კავშირიდან გამოყოფისთვის?
ეს კითხვები გვაქვს და ამაზე ვლაპარაკობთ სტუდენტები. მორიდებულად, ნახევრად გამოთქმული აზრებით, მაგრამ ვიწყებთ კითხვების დასმას. ნაწილი მიდის რუსთაველზე.
ვკითხულობთ კრიტიკულ ლიტერატურას, რომელიც უკვე ქვეყნდება. 1989, ან 1990 წელია და ვაპროსი ფილოსოფიის ჟურნალში იბეჭდება პირველი თარგმანები, ხოსე ორტეგაი გასეტის „მასების ამბოხი“. ამ წიგნმა შეიძლება ითქვას, რომ გონება გადამიტრიალა, მიჩნდება კრიტიკული დისტანცია იმ მოვლენების მიმართ, რაც ჩვენს გარშემო ვითარდება. ლექტორებთან ურთიერთობაც მიცვლის ამ დამოკიდებულებებს, ზალიკო ქიქოძესთან და ზურა კიკნაძესთან. 1989 წლის ივნისია - სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობა სამი, თუ ოთხი დღე გრძელდებოდა ფილარმონიაში. ჩემ თვალწინ დაიწყო რადიკალიზაცია. იქ შევესწარი სწორედ, ერთ დღეს მერაბ მამარდაშვილს ტაში რომ დაუკრეს, მეორე დღეს კი უსტვინეს. ეს პირველი საჯარო სივრცეა, სადაც სხვადასხვა აზრი ეჯახება ერთმანეთს. 1989 წლის ზაფხულიდან ვიცვლები მე თვითონაც - უკვე ღიად კრიტიკული ვხდები ამ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ, მათი იდეების მიმართ.
ჩემი მშობლები ორივე 1956 წლის 9 მარტის დემონსტრაციის მონაწილეები იყვნენ. დედაჩემს თმა მოაჭრა ტყვიამ. ისინი ამ მიტინგებს თავიანთი გამოცდილებიდან უყურებდნენ, არ სჯეროდათ, რომ რამე შეიცვლებოდა.
შემოდგომაზე კვდება ზურა ჭავჭავაძე, ავარიაში, ჯერ მერაბ კოსტავა გარდაიცვალა ადგილზე, მერე ზურაბ ჭავჭავაძე უკვე საავადმყოფოში.
ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი გარშემო. 1989 წელს იქმნება მხედრიონიც. ჩვენ მხედრიონზე წარმოგვიდგენთ ბანდფორმირებას, როდესაც თავიდან სულ სხვა კონტექსტია. ტელევიზიით მაქვს ნანახი მხედრიონის დამფუძნებელი აღლუმი, რომელსაც აკურთხებს ილია მეორე. აკაკი ბაქრაძეც გამოდის სიტყვით. მხედრიონი მოსკოვისგან დამოუკიდებელი, პირველი ეროვნული შეიარაღებული ჯგუფია, ხალხი დიდი ენთუზიაზმით ხვდება ამ ამბავს.
სამოქალაქო ომის წინ: ტერორი და ქაოსი
აი, შემაშინებელი იყო 1989 წლის ნოემბერი, როდესაც ცხინვალისკენ დაიძრება ოცი ათასზე მეტი ადამიანი, ეროვნული ლიდერების ხელმძღვანელობით, რომლებსაც ცეკას მდივანი გამოუყოფს ავტობუსებს, მისცემს საწვავს. კითხვები არავის უჩნდება მაშინ.
პარალელურად თამარ ჩხეიძის სახლთან აწყობენ მიტინგებს და ითხოვენ მის დაპატიმრებას, რადგან საჭესთან თამარ ჩხეიძე იჯდა. ის გადარჩა, მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე კი დაიღუპნენ.
იმ წელს პირველად დავიწყე პუბლიკაციებზე მუშაობა და 1990 წლიდან უკვე აქტიურად ვწერდი, კრიტიკული სტატიებს, ამ რადიკალურ ჯგუფებზე.
თავს უფრო ვაიგივებ სწორედ იმ მცირერიცხოვან ნაწილთან, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს. მათთან თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკიდურესი უმცირესობაა.
1990 ჩემთვის რადიკალიზაციის წელია. ამავე წელს ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები და გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიას პარტიამ „მრგვალი მაგიდა -დამოუკიდებელი საქართველო“.
მაგრამ რეალურად ქვეყანა ისევ ქუჩიდან იმართება. უწყვეტი მიტინგებია, ხალხი ქუჩაში იკრიბება და უკვე აშკარად გამოკვეთილ არადემოკრატიულ, ეთნონაციონალისტურ მმართველობას აპროტესტებს.
პარლამენტი აუქმებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს.
ცხინვალში შეჰყავთ მილიცია.
და იწყება კონფლიქტი.
მედია არ არსებობს. ტელეფონით ურეკავენ კრიტიკულად განწყობილ ხალხს, ოპოზიციის წევრებს და აშინებენ, აშანტაჟებენ, ეროვნული მთავრობის წევრები, გამსახურდიას სახელით, მისი მხარდამჭერები სრულ ტერორს უწყობენ სხვებს და ეს ხშირად გვავიწყდება. ასეთი რადიკალიზაცია მეორე მხარესაც უკიდურეს რადიკალიზაციას იწვევს. ეს იწყება სექტემბრიდან. მოსკოვის პუტჩის მერე, რაც უცებ ცვლის სიტუაციას საქართველოშიც. ორი სექტემბერს ოპოზიციური პარტიის მიტინგს არბევენ, დღევანდელ მაკდონალდსთან. ისვრიან და იჭრება ხალხი, მაგრამ არავინ დაღუპულა.
უკვე მიდის, პარტიების ჩამოყალიბება, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია საპროტესტო აქციების, ირინა სარიშვილის და გია ჭანტურიას მეთაურობით.
ახალგაზრდები ვაარსებთ სტუდენტურ არაფორმალური გაერთიანებას, რომელსაც ყველა იმ დროს არსებული უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან. ვიკრიბებით და განვიხილავთ ხან ტელევიზიის ცენზურისგან გათავისუფლების საკითხს, ხან ტერორს.
გამსახურდიამ გადადო სწავლის დაწყება ნოემბრამდე. მიზანი ალბათ იყო, რომ სტუდენტები არ შევკრებილიყავით. ჩვენ ამ დროს კონფლიქტიც კი ჰქონდა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ცდილობდნენ შემოჭრილიყვნენ უნივერსიტეტის ბაღში და კარვები გაეშალათ. მაგრამ სტუდენტებმა არ შემოვუშვით უნივერსიტეტში. შესაძლოა ჩვენი შეხედულებები ემთხვეოდა სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს გარეთ, სხვაგან, „უნივერსიტეტს ნუ ეხებით“.
ტელევიზიის აქციების დროს მოხდა უკვე ოქტომბერია მერე რომ გადის თბილისიდან და არის ოთხი-ხუთი ოქტომბრის ღამე პირველი ისეთი... დიდი დარბევა, როდესაც უკვე მარტო ის კი არა, რომ რაღაცა პოლიციის ძალა იქნა გამოყენებული, არამედ ზვიადისტებმა დაგვარბიეს, გამსახურდიას მომხრეებიც ორად არის გაყოფილი, იქ ყოველდღიური მიტინგები აქვთ, ყველანი პრეზიდენტის მხარდამჭერები და ოპოზიცია, შუაში ეს ავტობუსებით გადატიხრული და უცებ ესე იხსნება და გამოდიან და გვირტყამენ და ჩვეულებრივ. ამოშლილია ეხლა ისტორიიდან ეს ხო ვითომც არაფერი არის იარაღის გამოყენებით ისროდნენ კიდევ ისოდნენ კიდევაც დამიზნებით მოკლე ჯერებით ეს ისმის ხმა, ვიცით ვინც ამ ამას ამბობს, ავთორცხილაძის ხმა ისმოდა, ეგ პრეფექტი იყო რაღაცის, ეგ როდის არის უნდა შეი ხუთი ოქტომბრის ღამე, წლის, ხო, იჭერენ ვიღაცეებს კიდე, სულ ემატება დაპატიმრებულთა რიცხვი.
ასე მივდივართ ოქტომბერი და ნოემბერი და დეკემბერში გამსახურდიამ მიგვიწვია შეხვედრაზე სტუდენტები. რასაც ბუნკერს ეძახდნენ, რეალურად ეს კანცელარიის შენობაში მიწისქვეშა სართული იყო.
მაშინ ღიად გავაკრიტიკეთ, ძალიან დაძაბული საუბარი გვქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ გამსახურდის მხარდამჭერ სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა, რომ ჩვენი შეხვედრა გაებათილებინათ.
ეს ოპოზიცია არ არის ერთიანი, საკმაოდ ჭრელია, მაგრამ მაინც რაღაცა ერთობლივი აქციები ტარდება და აი დეკემბერში ფაქტობრივად მიგვიშვეს, მიშვებული ვართ ჩვენ, სტუდენტები ვაპროტესტოთ ყველაზე მეტს და აი რასა, როგორ როგორი იმასები, მიტინგები არი, აქციები არის, აი გა უნივერსიტეტიდან მარშები და არი, კი, კი, კი, რომ ესე არ შეიძლება გაგრძელდეს, რაღაც უნდა... დათმონ, შეიცვალოს რაღაცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების საწინააღმდეგო, მარა რაღაცა, რომ ჩვენ, ჩვენ გვაბრავებდნენ, რომ რაღაცა ექსტრემიზმი და რადიკალიზმი და რაღაცეები, ნუ არ არ იყო ეს, ეს, ჩვენ ყველაზე მოდერატები ვიყავით მაშინ, თვითონ ზვიადისტები აღნიშნავდნენ ამას, მერე შეცვალეს ისინი, ყველანი გამოვცხადით, გახსოვს, ეს უკვე ომის შემდეგ, ომის შემდეგ, ხო, კი, კი, უკვე, არა, ეგ ბევრი ის, ბევრ გა... გავახდით კაი მერე ესე მივდივართ აი უკვე დეკემბრის ბოლოსკენ, ნუ ის 22 - დეკემბერი თენდება, 21 დეკემბერსაც არის მორიგი აქცია, ყოველდღიურად აქციებია რუსთაველზე, ეს არის გადახერგილი ავტობუსებით და იყო 21-ში მოხდა, მე მგონი, რომ გაზიდეს ეს ავტობუსები და გახსნეს, ასე ვთქვათ. ოპოზიციამ გააკეთა და მეორე დღეს 22-ში 3 საათზე არის დანიშნული მიტინგი უკვე მთავრობის სასახლის, ანუ პარლამენტის დღევანდელი პარლამენტის წინ, მაშინაც პარლამენტი იყო. შესაბამისად, სადღაც ესე გამთენიისას დავიშალეთ აქეთ, ანუ ოპოზიციური აქციის მონაწილეები, რომ ხვალ 3:00-ზე კიდე აქცია გვექნება, წავედით სახლებში და... გვიძებთ იმით, რომ დაიწყო ომი.
სიგუა იყო ძაან აქტიურად ჩართული და სიგუას ჰქონდა თავისი ქარიზმა და ისეთი რაღაცა აი ამ რადიკალების ფონზე რო ყველაზე დალაგებული, სოლიდური, მოწესრიგებული, სიმპატიური ადამიანი, ანუ ეს აი, ჩვენ რისი ტვინიც არ გვეყო, ეხლა მაშინვე, მერევე დამეწყო ამაზე ფიქრი, რომ რეალურად იგივე კიტოვანის თუ აი ამ რადიკალური - ოპოზიციის მხრიდან რაღაცნაირად ვიყავით ძაან კარგად გამოყენებულები რა სტუდენტები და ვერ ხვდებოდით ამას, მე არ მე... მიდის, მარა, აი, რამდენად ცუდი, ეს ვერ წარმოგვედგინა, რომ ეს ესეთი ომი ატყდებოდა და ესეთი ამბები მოხდებოდა, ამისი არც ტვინი გვეყო, არც ინტუიცია.
მაშინ ფოსტის იქით გასვლა არ შეიძლებოდა, - ხალხი იდგა და იქით იყურებოდა, ორი შეიარაღებული ძალა როგორ ესროდა ერთმანეთს...
დაიჭირეს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები.
ამის შემდეგ უკვე ნუ ესეთი, სახელმწიფო გადატრიალება ხდება, სამხედრო საბჭო იღებს ძალაუფლებას, ეს 2 იანვარს გამოაცხადეს. თუმცა გრძელდება ექვს იანვრამდე,
ეხლა არ ვართ სამხედრო ექსპერტები, მარა რომ შეხედო, ეს არის ორი მხარე, რომელიც არცერთმა მხარემ არ იცის, აქვთ ომი ერთმანეთთან შეიარაღებული ბრძოლები და ნუ აი საშინელება მერე რომ არ იცი დადიხარ ქუჩაში რაღაცა რომელი მხარე რომელი შეიარაღებული მხარე და რა მოგხვდება და... ვისი ნასროლი მოგყვდება და მერე სიძულვილი, მარა ეს სიძულვილი იცი რა არის? აი მე ერთ რამეს ვიტყვი სამოქალაქო ომზე, არ მაინტერესებს ვინ ვისი, კაგებ, კრემლი, შრემლი, ვინ ვისი რა ხელი ერია, რა თქმა უნდა ექნებოდა ჩარევა და გადაარევაც და ყველაფერიც იქნებოდა. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ სამოქალაქო ომი იყო საზოგადოებრივი დაკვეთა, იმდენად დიდი რადიკალიზაცია მიდიოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ორი წლის განმავლობაში მიდიოდა ცივი სამოქალაქო ომი, 90 წლიდან მოყოლებული საქართველოში მიმდინარეობდა სამოქალაქო რადიკალური დაპირისპირება, ცეცხლის გახსნის გარეშე და ყველა მხარე იყო ისეთი სიძულვილით შეყრობილი ერთმანეთის მიმართ, ეგეთი არ განმეორებულა, დღესაც არ არის ეგეთი.. ხმას არ სცემენ და რაღაცა ოჯახებშიც ხდება ეგეთი, მაგრამ შედარება არ არის იმასთან. სამოქალაქო ომები, ცივი სამოქალაქო ომი მიდიოდა ყოველ ცალკეულ ოჯახში, ყველას სძულდა ერთი. ერთმანეთი, ყველა იყო მზად, რომ გამოეგლიჯა ყელი და გამოეთხარა თვალები ერთმანეთისვი. ამ პირობებში ვცხოვრობდით ორი წელი უკვე და რა თქმა უნდა, ეს ლოგიკური მგონია, რომ მივიდა ცეცხლის გახსნამდე და მთელი ეს რაღაცა რიტორიკა, ძმათამკვლელი, ომი და რაღაცა, ამ ძმებს უნდოდათ, სისხლი სწყუროდათ ერთმანეთს.
მაგრამ ფიქრამდე იყო ჯერ უბრალოდ, საკუთარ შეგრძნებებზე დაკვირვება. ეს რაღაც ფიზიკური შეგრძნებები იყო - უკიდურესი დაძაბულობის, უწყვეტი ქაოსის და ამ ქაოსში ორიენტაციის მცდელობები - ისეთი მუდმივი სტრესი იყო, როდესაც რეალურად ვეღარ აღიქვამ ბოლომდე რა ხდება.
1992 წლიდან იწყება რაღაცა წარმოუდგენელი ქაოსი.
იქ რაღაცა შეიარაღებული ხალხი იგდებს ამ ძალაუფლებას და მერე გერთვება უკვე მართლა აი ამ ქაოსში რაღაცნაირად გადარჩენის ინსტინქტი. იმიტომ, რომ უკვე საშიში ხდება სახლიდან გასვლა. ბოლომდე ამას ვერც აღვიქვამდით, იმ მომენტში. ისევ ეიფორიულ მდგომარეობაში ვიყავით. დაფიქრება იმაზე რეალურად რა მოხდა იწყება მერე - გერმანიაში.
1992 წელს პირველად გავედი საზღვარგარეთ. სამი სემესტრი ვისწავლე ბერლინში - უცებ მოვწყდი აქაურ გარემოს. იქ დავიწყე ფიქრი.
სანამ წავიდოდი, ერთ საღამოს შუქი იყო და ჩემ ლექტორთან, ზურა კიკნაძესთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდით და უცბად გვესმის, რომ სახელმწიფო საბჭოს წევრებს შორის მეც მასახელებენ. გავოცდი. 21 წლისა ვარ მაგ დროს. უცნაური უხერხულობის მომენტი იყო, ქუჩიდან და პროტესტიდან უცებ სხვა პოზიციაზე აღმოვჩნდი. მივედი.
სრული გაურკვევლობა იყო ჩემთვის ანუ ბოლომდე სად ვიყავი რა ხდებოდა და დადიოდი რამე შეკვრებზე და სახელმწიფო საბჭოს სხდომები იყო ჩვეულებრივად და აი რა საკითხები იყო თუ აი შენ რა რას გეხებოდა არაფერი რეალურად ჯერ ერთი ძაან ცოტა იყო წევრებ ის რაოდენობა არ მახსოვს რამდენი იყო სულ და... უფრო ის იყო, რომ აი, რაღაცნაირად ორიენტირდე, თუ გაერკვე, სად ხარ, რა ხარ, ანუ - ეხლა ძაან ბუნდოვანი იყო იმიტომ რომ ეხლა იქ რომ მე რამეს ვინმე რამეს წყვეტს მარა ნუ ლაპარაკობდა ყველა თაცპირობდა რაღაცა აზრს გამოთქვამდა და უფრო ესეთი გაკვირვებული თვალებით რომ უყურებ და ვერ გაგიგია ბოლომდე რა ხდება შევარდნაძე ჩამოდის მერე მერე გენშერი ჩამოვიდა და ეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება იმ იმ იმაზე სიტყვითაც კი გამოვედი. მერე ძაან მალე წავედი აპრილში ხოდა აი რა რას იტყვით რომ გამოხვედი რას ლაპარაკობდი მახსოვს რომ ვთქვი რომ აი ეხლა რაც რაც ფაქტობრივად ჩამოიშალა თუ ჩამოშლის პირას არის საგანმანათლებლო კონტაქტებზე ვთქვი რომ ძაან მნიშვნელოვანი იქნება რომ გერმანიამ საგანმანათლებლო სფეროში დაგვეხმაროს ამ მიპასუხა კიდევაც რომ აი ჩვენი პროგრამები არის და მათ შორის ეს დე და სხვა რაღაცეები და ისინი ამოქმედება ჩვენთვის - და - მერე არის ეს წელიწადნახევარი იქ ვარ, მერე ჩამოვდივარ 28 აგვისტოს 93 წლის დავბრუნდი საქართველოში, ნუ, უცებ, მერე გადაწყობილი რომ ხვარ სამყაროზე და სხვა რეალობაზე და ისევ აქ ვარდები, ეს იყო რა თქმა უნდა, ძაან ბევრად... უფრო რთული, იმიტომ, რომ აქ როცა ვიყავი, ამას ვერ აღვიქვამდი ისე მძაფრად და იქ რაზე ფიქრობდი,
სულ სხვა რეალობაში ჩამოვდივარ. აქ წარმოუდგენელი გაჭირვებაა, ფაქტობრივად ყველაფერი მოშლილია, არანაირი სახელმწიფო რეალურად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარებულია ერთი წლის. და მარა ნუ, ჩამოსვლიდან სამ კვირაში სოხუმი ეცემა თუ ოთხ კვირაში ზუსტად, ეს სრული ქაოსი და აი ეს რაღაცა სიშავე, რომელიც მაშინ ტრიალებს. ყოველდღე საინფორმაციო გამუშვებები გადმოსცემენ იმას რო ვინ დაიღუპა და აი აი ამ რაღაცა არანორმალურ რეალობაში, რომელსაც უნდა შეეგუო, იმიტომ, რომ შეეგუო რა, რაღაცნაირად რამე ქნა, ხო, თავდაპირველად არის ეს, რომ რაღაცა ტიპის მიდებმოდება, არ იცი, ანუ გეშინია სახლიდან გასვლის.
უკვე ნოემბერია, როდესაც მირეკავენ შევარდნაძის აპარატიდან და მეუბნებიან, რომ მოდი, რაზე არ არ მეუბნებიან და რომ მივედი, მისაღებში ვაჟა ლორთქიფანიძე იყო აპარატის უფროსი და მისკა... არის შემოთავაზება, რომ შენ თავმჯდომარის მოადგილედ, ნუ ეხლა 23 წლის ვარ და რო გითხრა, რაღაცა ბევრი ვიფიქრე, არა, ნუ ძაან ადვილად მივიღე გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ უსაქმოდ ვიყავი. კუპონებია შემოსული, არანორმალური ინფლაციაა. ყველაფერი მოშლილი და გაჩერებულია. იქაც არანაირი ანაზღაურება არ არის, მაგრამ საქმე იყო.
და ნუ მთელი ენერგიით გადავეშვი, იმაში - პარტიული მშენებლობის პროცესში და ნუ ძაან საინტერესო იყო ეს ჩემთვის.
მრავალი წლის შემდეგ მერე რომ დავიწყე ამის გააზრება და იმ უხერხულობის დაწლევა, იმიტომ, რომ მთლიანობაში ვიყავი ექვსი თვე და 14 დღე, რომ დავთვალე მოქალაქეთა კავშირის ამ უმაღლეს ეშელონში. გამოცდილება იყო, ერთი რომ პატარა ვარ ძაან და რაღაც ისეთ სამყაროში ვარ, აი ძალაუფლების თითქოს შიგნით აღმოჩნდი, ძალაუფლება, რომელიც რეალურად არ... ჯერ ეს ბიუროკრატიულიც არ არის. საერთოდ არაფერი არ არის, თვითონ ეს პარტია იყენებდა მწვანეების ოფისს, ზურა ჟვანიას ოფისს და მუშტაეთში რაღაცა სამ ოთახიანი სივრცე ჰქონდათ, იქ იყო შეკრებები, ყოველგვარი გათბობის გარეშე და ზურაჟვანიას სეიფი ჰქონდა კაბინეტში და იმ სეიფში ინახავდა სიგარეტეს. ელემის ბლოკი ედო ხოლმე და ერთადერთი ეგ იყო რომ ზურა მომაწევინა ელემის ფილტრიანი სიგარეტი.
ძაან კარგად მახსოვს და როდის მივიღე ეს გადაწყვეტილება, მახსოვს, მახსოვს. ამერიკაში წავიდა მარტში, მარტის დასაწყისი იყო პირველი დეკადა, ალბათ, შევარდნაძე და მე რაღაცნაირად აღმოვჩნდი ამ დელეგაციაში, რომ ვთქვა, რომ რამე ფუნქცია მქონდა, არანაირი ფუნქცია არ მქონია იქ, საერთოდ მე მგონია, შევარდნაძის გარდა არავის არანაირი ფუნქცია არ ჰქონია. და აი იქ დამემა... რაღაცნაირად, აი რაღაცა გადამიბრუნდა, მივხვდი, რომ არ ვარ იქ, სადაც მინდა ვიყო. ეს პოლიტიკოსობა უნდა განიჭებდეს სიამოვნებას, ჩემში როგორც ჩანს, უფრო რაღაცა ეს აქტივიზმის მომენტი იყო, რომ აი რაღაცას კეთება, ეს ენერგიის ხარჯვა და აი, იმპულსურ დონეზე, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ ეს გააზრებული. მქონდა, შეგრძნების დონეზე ვხვდები, რომ ეს არ არის ჩემი საქმე.
პროტესტი მქონდა თუნდაც იგივე, იგივე იმ პარტიის შიგნით, რაც ხდებოდა, იმიტომ, რომ იქ იყვნენ მართლა, თბილისელი. ცეხავიკები, ვიღაცეები, ანუ ძაან ჭრელი გაერთიანება იყო, არავითარი იდეები, ხედვები. მე თავს ვაფარებდი ზურა ჟვანიას, რადგან მასთან მქონდა თითქოს საერთო. მარა მე მივხვდი, რომ ეს ის თამაში მიდის, რომელ იც, რომელშიც ვერ ვერკვევი, არ მომწონს, ვერ ვიღებ სიამოვნებას, პირიქით ცუდად მხდის.
ეგეთი ადვილი არ იყო, მარა უკვე უკვე შემოსულია შენში რაღაცა.
ყოველ დღე ვიღაცეები, აი მართლა რაღაცა მშობლების და ბაბუებისხელა ხალხი მოდის და გეთვალთმაქცება და გეპირფერება და სანაცვლოდ რაღაცას ითხოვს. ყველა რაღაცას ითხოვს. ამაზრზენი იყო. მენატრებოდა სხვა რაღაცა, სამეგობრო, რაღაცა კულტურული სამყარო, ჩემი ინტერესების სფერო. და მალე ვიღებ გადაწყვეტილებას და მოვდივარ იქიდან, შევარდნაძემ დამიბარა და... ერთი საათი მელაპარაკა, ძალიან თბილად მელაპარაკა და ნუ აი გულის ამაჩუყებლად, მაგრამ ნუ არ დავბრუნებულვარ, წამოვედი და წამოვედი.
მერე რაღაცა ერთი წელი ვარ მოწყვეტილი ყველაფერს, ჩაკეტილი, რამდენიმე ადამიანის გარდა არავის არ ვეკონტაქტები. და მერე ისევ გამოვდივარ გარეთ,
და მეწყება პროტესტი თვითონ საზოგადოების მიმართ.
მაშინ ვიწყებ, აი პუბლიცისტობას მაშინ ვიწყებ და პირველი პუბლიკაცია იყო გერონტოკრატია ერქვა.
თითქოს უკეთესად მიდის, ყველაფერი, აი, რაღაცეები ჩნდება, ანუ ეკონომიური ვითარებაც უკვე უმჯობეს, გაუმჯობესებისკენ მიდის, ის სიმშვიდეა, სტაბილურობა, შევარდნაძის ცნობილი ლოზუნგი, ანუ ეს შეიარაღებული ბანდები გაქრნენ, ყველა დაიჭირეს ან გააქციეს, ანუ დაწყნარება მიდის და გაუმჯობესების პერიოდი, მარა სულ სიყალბეში ვცხოვრობთ, ყველაფერი ყალბია, ყველაფერი აუტანელი. უპერსპექტივობა და პირველსავე შესაძლებლობაზე მივდივარ. იქ საერთოდ ეგეთი განწყობა მქონდა რომ ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ისეთი პოლიტიკური სისტემა შეიქმნა.
ძაან მძიმე განცდები იმდენად, რომ მინდა საერთოდ აღარაფერი... აღარ მაკავშირებდეს ჩემ წარსულთან და საერთოდ ვფიქრობ, რომ ქართული ენაც კი დავივიწყო, სახელი და გვარი შევიცვალო და ეგეთი ფიქრები მქონდა.
რაღაცნაირად მე თვითონ ვიქეცი თუ ვიყავი - იმ კლასის და იმ სოციალური ფენის ნაწილი, რომლის მიმართაც გამიჩნდა ყველაზე დიდი პროტესტი, აი ყველაზე მეტი ალბათ ეგ იყო იცი, ანუ მეზიზღებოდა რეალურად საკუთარი თავი,
ყველაფერი მეჩვენებოდა სიყალბედ, ჩემი თავიც, მათ შორის და აი მთელი ეს ურთიერთობები,
ესეც ჩემი გაკეთებული იყო, რომ აი ამ საზოგადოებისგან მაქსიმალური აღიარება მომეპოვებინა, ანუ იცი, აი რაღაცნაირად უკვე ცოდნაც გემატება, თეორიული ცოდნაც, ანალიზის. უნარი, თვითანალიზი, აი, როგორ - აღმოვჩნდი აი ამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორ ვისწრაფოდი ისე, რომ ამაზე არ ვფიქრობდი, მარა რეალურად ყველაფერს აკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ აი მაგაზე არ გინდა იფიქრო, რომ ეს რაღაცა ცოტა უხერხულიც არის და ის საზოგადოება, ვის ვის, ვისკენაც მიილტვი, ისიც, ის არის ყალბი, ყველაზე მეტად ყალბი, აი, ეგ არის ბრუსტის გამოცდილება. და თვითონ რაც მერე გაიაზრა ზუსტად ეგ რომ ის სრული მოჩვენებითობა და აი ამ მოჩვენებითობისადმი სრული ვერატანა და და საკუთარ თავზე გადატანილი მერე აგრესია ხო იმიტომ რომ როგორი ცხოვრებაც მე იქ დავიწყე ბერლინში ეს იყო შეიძლება ითქვას რაღაცა საკუთარი თავის დასჯა.
2002 წელს იყო მე მგონი რომ რადიო თავისუფლების შტატგარეშე კორესპონდენტი გავხდი ბერლინში და ნუ კვირაში ერთხელ რაღაცა რეპორტაჟებს ვაკეთებდი ხუთ წუთიანს და ნუ შესაბამისად ისევ შემოდის თემა მე ხო. იქამდე ქართულ თემებს არ ვეხებოდი არანაირად,
შევარდნაძის მიმართ მქონდა სრული - აგრესია, ეგ მერე დავწერე რადიო თავისუფლებაზე, რომ - უფრო ის იყო, რესენტიმენტი უფრო იყო, იმიტომ რომ ეხლა პირადად ჩემთვის, რომ ვთქვა, რომ რამე დამიშავა მეთქი, არაფერი და ნუ, წლების შემდეგ პირიქით, ბევრი რაღაცა დავუფასე კიდევაც მას და თავისთავად ეს უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის ეს ძალაუფლების შიგნით მოხვედრა და აი უცებ მერე მახსოვს იქ არ ვიცი რომელ არხზე CNN-ზე თუ რაღაცაზე პირდაპირ რეპორტაჟს უყურებდით და ეს რომ გაყავთ ვარდით რომ შედის სააკაშვილი და... შევარდნაძეს როც დაცვა გაიყვანს, აი იმ მომენტში ვიგრძენი უცებ რაღაცა - გულის ამ აჩუყებელი მის მიმართ, მე ხო ისა, რომ მინდოდა, რომ აი, ოღონდ ეს დაემხოს და დამთავრდეს მაგისი მმართველობა და აი უცებ რაღაცა სენტიმენტი გამიჩნდა, და მერე ნელ-ნელა, ანუ ეს აგრესია გამიქრა უცებ, აი იმ მომენტში, ესეთი დამარცხებული და გასაცოდავებული რომ ვნახე.
ეს ყველაფერი მთავრდება - 2008 წლის აგვისტოში. 8 აგვისტოს ჩამოვედი დასასვენებლად თბილისში. და აღმოვჩნდი აი ამ ამ რეალობაში და თვითონ რვა აგვისტო დღე მახსოვს, როდესაც აი ეს ეიფორია არის და ხალხი ზეიმობდა. ეს იყო შემზარავი. უცებ რომ გიცოცხლდება მთელი წარსული და ვიწყებ ისევ ცხელ შოკოლადში მაშინ ქართულად წერას.
აი ისევ იწყება დაბრუნება ამ - ენობრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში და საშინელი პროტესტის განცდა, აი ის პროტესტის განცდა დამიბრუნდა და პროტესტი ყველაფრისმი. ეს ქართული ნაციონალიზმის აღორძინება მიუხედავად სახე ცვლილებისა,
რამაც ალბათ გამოიწვია საბოლოო ჯამში საქართველოში დაბრუნება, იყო ისევ ამ ჩემში გაღვიძებული საპროტესტო მუხტი, ეს პროტესტის მდგომარეობაში ყოფნა, როგორც ჩანს, იმდენად ექსისტენციალურად ახლობელი იყო. იმიტომ რომ იქ აკადემიურ წყნარ ცხოვრებაში ყოფნა და ეს ის პერიოდია როდესაც ყველაფერი დალაგებული რაღაცნაირად მივაღწიე იმას რომ იქ - დისერტაციის დაცვა, აკადემიური სამსახური, კომფორტული გარემო, და აი მანდ ვიგრძენი ყველაზე მოწყენილად კი არა გაუსაძლისად - მდგომარეობაში. 2012 წლის არჩევნების დროსაც აქა ვარ ჩამოსული სპეციალურად ჩამოვედი რომ აქ ვყოფილიყავი და მენახა, საპროტესტო აქციებზეც დავდიოდი. ნუ აი ის ძველი მუხტის დაბრუნება იყო.
მერე არის ეს, 2013 წლის 17 მაისი, მე იქიდან ვუყურებ, მახსოვს, რომ აი ჩავრთე თუ არა კომპიუტერი და ვხედავ, რა ხდება, აი, პარალელურად დავიწყე წერა და ნუ მაშინ ძაან აქტიურად რადიო თავისუფლების ბლოგებს ვწერდი.
გადამწყვეტი მიმზიდველი ეგ იყო რომ ისევ აი ამ საპროტესტო მოძრაობაში დაბრუნების სურვილი და მერე ისიც იყო რომ ძაან ბევრი ახალგაზრდა გავიცანი და ნუ ძაან საინტერესო ხალხი და ნუ აი შეიცვალა ეს საზოგადოება აშკარად სხვა ხალხი იყო და ეს აი მათთან მეტი თვითიდენტიფიკაცია მქონდა ამ სტუდენტებთან და აი ეგ მაგათთან ყოფნა მიზიდავდა და ნუ მერე შესაბამისად რომ... მომეცა საშუალება დაბრუნების, არც დავფიქრებულ ვარ, დავბრუნდი და ჩამოსვლისთანავე, აი ის აქტიური, ესეთი საზოგადოებრივი ცხოვრება.
და ზუსტად მაშინ იყო, დაიწყო იმით, ბექა არ არის კრიმინალი, ამ მოძრაობით და იმაში ძაან აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი. ბექას მეუღლე ჩემი სტუდენტი გახდა მერე და ჩამოსვლისთანავე უკვე და ნუ მერე ეს ბექას რაც შეემთხვა და...
პროტესტი მართლა ძაან ძაან ძლიერი ანტიდეპრესანტია ეს შეიძლება ითქვას რაღაცა ცოდნის დონეზეც - და - ნუ, როგორც ტიპიური აქტიური ცხოვრება და შეიძლება გაქცევა, აი ამ მარტოობისა, რომელიც ყოველთვის გულისხმობს ძლიერ მელანქოლიას,
გააქტიურება, სიცოცხლის თუ ცხოვრების რითმის განცდა, ეგეც - ამას ალბათ კიდევ ძალიან ღრმა, ღრმა ფსიქოლოგიური საფუძვლები აქვს, ალბათ, ძაან ინდივიდუალურ დონეზეც,
ქ იყო აქ მარტო მარიხუანაზე ხო არ იყო ლაპარაკი, აქ იყო მთლიანად დამოკიდებულებაზე, ამ ადამიანების მომხმარებლების სტიგმატიზაციაზე, მერე ამას უზარმაზარი სოციალური ასპექტები, იქ ეს დემურსტურვას ამბავი,
პოსტკოლონიური თეორიები, რომელიც იქ რაღაც, როგორც წმინდად ინტელექტუალური, ისე, ისე ვიცოდი, აქ, უცებ ხედავ პრაქტიკულად ამ ყველაფერს, შენ თვითონ მონაწილეობ რაღაცა ძალიან დიდ ისტორიულ პროცესებში და იქ ის გამოცდილება თუ თეორიული ცოდნა რისიც გაქ, შეგიძლია... გამოიყენო, პრაქტიკულად გამოიყენო, გამოიყენო სწორედ აი ამ აქტიურ ქმედებაში და არა მარტო რაღაცა, ბლოგებსაც ბევრს ვწერდი.
აი რომ აკვირდები - აი ვინც არიან ამ პროტესტში ჩართულები, აი უფრო პერსონალური თუ რაღაცა, ხო აი ძაან პერსონალურია ეს მოტივები.
იგივე ერაყის აი ამერიკის შეჭრა ერაყში 2003 წელი ეს იყო ნუ ჯერ მანამდე ეს 9 ისა 11 სექტემბრის ტერაქტი და იმის შემდეგ რაც დაიწყო და ის დიდი დებატები დისკუსიები ამან ძაან შემცვალა იმიტომ რომ ამ მოვლენების გამო დავიწყე რაღაც ისეთი ლიტერატურის კითხვა, რომელთანაც ადრე შეხება არ მქონია და წარმოდგენაც არ... მქონდა და არც არც მაინტერესებდა და უცებ აი სრულიად ახალი პერსპექტივა გაიხსნა, სამყარო აღმოვაჩინე, რომლის შესახებაც არ თეორიულადაც არ ვიცოდი, რომ ეგეთი რაღაცეები არსებობდა, აი ვიცი კიდევაც, მახსოვს კიდევაც რამ იმოქმედა ყველაზე არუნდატი როის წერილმა, შენახული მაქ დღემდე. თვალები ამიხილა, აი ორიენტალიზმი, ეს პოსტკოლონიალიზმი, ეს ეს ამ ტერმინების გაგება, გააზრებამდე შემოვიდა უკვე იმდენად გასაგებად და ზუსტად ჰქონდა ახსნილი ყველაფერი და იმდენად, აი პიროვნულად რომ გეხება და გაფიქრებს, რომ ცხოვრობ სამყაროში, რომელიც არის უკიდურეს. ჩაგვრაზე, უსამართლობაზე აგებული და ეს ინიღბება რაღაცა - პროგრესის, ლიბერალიზმის, რაღაცა დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული თუ დასავლური ღირებუ, განმანათლებლური ღირებულებებით და ასე შემდეგ.
ემპათიაზე თუ ვილაპარაკებთ, ეს ეს, ამის საფუძველი ყოველთვის რაღაცა ფსიქოლოგია არის, რატომ ხარ ადამიანი, ემპათიური, იმიტომ, რომ რაღაცა ტიპის, ტრამები გაქ გადატანილი, რამაც შენი ფსიქიკური წყობა განაპირობა და ასე შემდეგ, და ვთქვათ სხვა... ადამიანში, რომელსაც ჩაგრავენ, თუ გიჩნდება მის მიმართ, ანუ უსამართლობის მიმართ ემპათია, იმიტომ, რომ რაღაცა ტიპის ტრავმატული გამოცდილება გაქვს, რომელიც შეიძლება არ გახსოვს და ძალიან ღრმად არის შენში დალექილი, მარა აი ის ხო არსად არ გამქრალა და ის გახსენებს თავს, ის ჭრილობები გეხსნება, ამაზე ვწერდი კიდევაც მერე და - ხოდა...