ინდიგოს ყველაზე პოპულარული მასალები 2021 წელს
1. როცა იბრძვი, გარბიხარ, ან შეშდები | ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვებში
ფსიქოლოგიური ძალადობა მუდმივი ემოციური წნეხია, რომლის გამოც ბავშვი საკუთარ სახლში, საკუთარ გარემოში ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. ამ წნეხს განიცდის ყველა ბავშვი, ვისაც ხშირად, ან განუწყვეტლივ თრგუნავენ, ამცირებენ, აშინებენ, შეურაცხყოფენ, ან ემუქრებიან.
2. რიონის ხეობა ფოკუსში | დოკუმენტური ფოტოსერია
"რა თქმა უნდა, ვფლანგავდი! ვფლანგავდი ფულს, ვფლანგავდი დროს, ვფლანგავდი ცხოვრებას... და ეს აბსოლუტურად ისაა, რასაც თვრამეტი წლის ასაკში უნდა აკეთებდე! თვრამეტი წლის ასაკში, ცხოვრებას უნდა ფლანგავდე"!
ესაუბრა პიერ დეგროპი
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
4. ამსტერდამი | შოთა არველაძე
შოთა არველაძე-აიაქსის, ალკმაარისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი - საუბრობს ამსტერდამზე - ქალაქზე, ამსტერდამზე - არენაზე, ფრანკ დე ბურზე, ვან გაალზე, ჰოლანდიურ ფეხბურთზე და ჰოლანდიის ნაკრებზე 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
ამსტერდამი | შოთა არველაძე
5. აღარ არსებობს დიდი საზოგადოებრივი მიზნები - სკოლა დღეს
6. ეს ნუში მკვახეა | ნესტან ნენე კვინიკაძე
ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ბავშვისთვისაც ყოველდღიურობაა ნორმა. ზუმში ადაპტირებულები, შემდეგ საკლასო ოთახებში ნიღბებით ბრუნდებიან. გვიხარია და მეგობრებს ვეუბნებით, რომ არაფერია საინტერესო ზუმის არქიტექტონიკაში. ის ჩვენი დამარცხების სარკეა.
ეს ნუში მკვახეა | ნესტან ნენე კვინიკაძე
7. პირველი სიყვარული | მაშო სამადაშვილი
"ამ წიგნის კითხვა მის წაკითხვამდე დავიწყე - Facebook-ზე დისკუსიას წავაწყდი, ჩემი ლიტერატურის მოყვარული მეგობრები თამთა მელაშვილის ახალი რომანის სახელწოდების სხვადასხვა ენაზე თარგმნას ცდილობდნენ. ამ სამმა სიტყვამ - „შაშვი შაშვი მაყვალი“ პირველად მაშინ მომჭრა ყური. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, სიტყვების თამაში იყო? ისევ რამე გათვლა, რომელიც ჯერ არ მსმენოდა? მთავარ გმირი შაშვივით შავ მაყვალს მოკრეფდა წიგნში"?
- მაშო სამადაშვილი
პირველი სიყვარული
8. როგორ (არ) გავხდეთ მანქანა - ტუტორიალი | ზურა ჯიშკარიანი
"სადღაც გადავეყარე საინტერესო ვიდეოს, სადაც ერთი ბუდისტი ბერი რობოტებზე საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანისთვის უკეთესი იყოს რომ ის გადაიქცეს მანქანად. შესაძლოა მანქანურობა ერთადერთი გზაა თავი დააღწიო გადაბადებების უსასრულო ციკლს, ერთგვარი ბილეთია ნირვანისკენ".
9. გმირები და გმირობა პოსტჰეროიკულ სამყაროში | გიორგი მაისურაძე
ტერმინი „პოსტჰეროიკული“ – ანუ ჰეროიკულის შემდეგ – იმ ისტორიული ეპოქის დასასრულს აღნიშნავს, რომელშიც გმირობა ცხოვრების უმაღლეს იდეალს წარმოადგენდა. შესაბამისად, პოსტჰეროიკული ისეთი მდგომარეობაა, რომელშიც ჰეროიზმი აღარც იდეალია და აღარც გმირის შარავანდედით შემოსვა შეგვიძლია. ესაა დრო, როდესაც ძველ გმირებსაც სამუზეუმო ან რიტორიკული ფიგურების ფუნქცია შემორჩათ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათი სახელები პოპულისტურ პოლიტიკურ პროპაგანდაში ჩნდება. რამ გამოიწვია ამხელა ტრანსფორმაცია ჰეროიკულიდან პოსტჰეროიკულამდე? ამის გასაგებად თავად გმირობის, როგორც ცხოვრების იდეალის საფუძვლებსა და პირობებზე ვიფიქროთ.