გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

ხეს ვეხუტები და მთელი ხმით ვყვირი | ინტერვიუ სერგი ბარისაშვილთან

72 საათი ლაგოდეხის ნაკრძალში

4 ივნისი იყო.

მესაზღვრეებმა მირჩიეს, რომ არ გამეგრძელებინა გზა. მათგან რომ წავედი, მუხლებამდე თოვლში მომიწია სიარული.

დილას კარგი ამინდი იყო, მზიანი და ვიარე. მერე უკვე შავი კლდეების ტბას რომ მივუახლოვდი, ნისლი ჩამოწვა – იმ მომენტში ჩემი ყველაზე დიდი მტერი ეგ იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ აიწეოდა. მთაში ეგრე იცის – ხშირად იცვლება, ადის ნისლი, ქარია და მერე ისევ წვება. თუმცა, ამჯერად, დიდხანს არ გაიფანტა.

მივდიოდი და ორ-სამ მეტრში ვეღარაფერს ვხედავდი. მხოლოდ ცივ სითეთრეს მივარღვევდი ალალბედზე. გარშემო ვაკუუმი იყო, დახშული სმენა, თავი სიზმარში მეგონა, სრული იზოლაცია, რადგან ყოველ წამს მახსენდებოდა ის, რომ ხუთი კილომეტრის რადიუსში ადამიანის ჭაჭანება არაა.

მარტოობა იმაზე მოქმედებს, რომ გამზიარებელი არავინ გყავს – შენთვის გაქვს ეს ყველაფერი, შენში ჩნდება ეს ფიქრები, გადაწყვეტილებები და ხარ მარტო ბუნებასთან. ამიტომ იძულებული ხარ, საუბარი განავითარო საკუთარ თავთან. მედიტაციური მდგომარეობაა, უნდა გახვი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა