ომის პური | დიანა ანფიმიადი
26.02.2022 | 10 წუთიანი საკითხავი2008 წელია, აგვისტოს დასაწყისი, ომი. ორი დღეა საბერძნეთიდან ჩამოვედი, ნანამ სახლში მარტო არ დამტოვა, თავისთან წამიყვანა. ნანა აფხაზეთის ომგამოვლილია, ამიტომ კარგად იცის, ასეთ დროს მარტო არყოფნის ფასი. ჯერ დილაა, ბავშვებს სძინავთ, ღამით თემქაზე რაღაც აფეთქდა და რამდენიმე საათი თავშესაფარში – ჩეხური პროექტის ბინის აბაზანაში გავატარეთ. ბიჭმა, რომელიც მეპრანჭება, მესიჯი მომწერა: – გამოგივლი, ყველას ვემშვიდობებიო. ადრიანი დილაა, ნანას და ბავშვებს სძინავთ. ვიცვამ და ჩუმად გარეთ გავდივარ. მეეზოვეები ეზოს ასუფთავებენ, აგვისტოში უკვე ბევრი ხმელი ფოთოლია. ახლოს მაღაზიას ვპოულობ, მიკვირს, რომ ღიაა, წყალს ვიყიდი და ზღვისკენ ავალ. ნელა მივდივარ, მივიზლაზნები. მაღაზიასთან პურის მანქანას ტვირთავენ. ვუყურებ ერთნაირ ყუთებში ჩალაგებულ მრგვალ, მოგრძო და აგურის ფორმის პურებს, მერე ფუნთუშებიც შეაქვთ, შაქარმოყრილი, სავარაუდოდ, ქიშმიშიანი. მაღაზიაში შევდივარ, ფუნთუშებს ვყიდულობ და სანამ გამოვალ, უკვე ვილუკმები. გამყიდველი პაწია ტელევიზორს უყურებს, იქ ცეცხლწაკიდებული გორის კადრებია. ვილუკმები ჩემს ფუნთუშას
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი
გირჩევთ