გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ვინ არის ძიძა? | თიკო ნაჭყებია

„ვცხოვრობთ ოთხნი, მე, ჩემი ქმარი და ბავშვები, – უყვება გასაუბრებაზე მშობელი პოტენციურ ძიძას, – ორი ბავშვია მოსავლელი. ერთი სკოლიდან რომ დაბრუნდება, უნდა აჭამო, მეორე ჩვილია ჯერ. ასევე, მინდა, რომ სადილი გამიკეთო, ჭურჭელი გარეცხო, სახლი მიალაგო. დამლაგებელი კი მოდის კვირაში ერთხელ, მაგრამ მაინც მოსაწესრიგებელი იქნება. შაბათსაც მჭირდები. ზაფხულში დასასვენებლად უნდა წამომყვე. ამაში, რა თქმა უნდა, დამატებით ანაზღაურებას აიღებ. მე ამ ყველაფერს ვაკეთებდი დეკრეტულ შვებულებაში, ანუ ყველაფრის მოსწრება შეიძლება. მაგრამ პრიორიტეტი ბავშვია, თუ ხედავ, რომ ვერ ასწრებ მილაგებას, მე მივალაგებ საღამოს, მთავარია, ბავშვი უყურადღებოდ არ დატოვო“.

პასუხად ისევ უარს იღებს. უკვე მეხუთეა, ვისაც ეს პირობები შესთავაზა. „ბოლოს მაინც დამირეკა იმან, ვინც პირველად უარი მითხრა. შენი ხმა მომეწონა და შევხვდეთო. მოვიდა, გაგვიცნო და დათანხმდა“.

საქართველოში არ არსებობს ოჯახებში, ძიძებად დასაქმებულების ზუსტი სტატისტიკა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად (გაეროს ქალთა ორგანიზაცია (გქო), გამოქვეყნდ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა