ბოლო ჟამის კალიები | ბესო პაპასქუა
11.03.2022 | 5 წუთიანი საკითხავიჩემმა ნათესავებმა იმაზე დიდი ხნით ადრე მასწავლეს, თუ როგორ გვეპოვა ერთმანეთი, ვიდრე ფიჭური კავშირგაბმულობის თუ ინტერნეტკომუნიკაციების წესებს მთელი ქვეყანა აითვისებდა.
ერთადერთი ორიენტირი არსებობს – გზა, რომელსაც დევნილთა დასახლებამდე მიჰყავხარ. არ გჭირდება იცოდე ქუჩის დასახელება, კორპუსის ან ბინის ნომერი, მხოლოდ კოდური სიტყვების კომბინაცია: „ლტოლვილების საცხოვრებელს ვეძებ“ და ყველა უპრობლემოდ გაძლევს ზუსტ მისამართს. მთელი ჩვენი გენეალოგია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე ასეთი კორპუსების კედლებში ეტევა. ზუგდიდში ასეთ დასახლებას „ფაიფური“ ჰქვია, ფოთში – „შმო“, ქუთაისში – „გუმათჰესი“, თბილისში – „აიეტი“. ჩვენ ყველგან ვართ. არ არსებობს ქალაქი, რომელშიც თითო დევნილთა კორპუსი არ იდგეს, სადაც მე თითო ნათესავს ვერ ვიპოვი. დევნილთა სამინისტროს თუ რამე შეუძლია, კვალის მცირედით არევაა. განსახლების საინიციატივო პროგრამაში თუ რომელიმე ძველი კორპუსი მოხვდა, შეიძლება მისი ბინადარი დევნილები სხვაგან გადაასახლონ, მაგალითად – „შმო“-დან – „ახალ რაიონში“, „კოლხეთიდან“ – „ჩინელების ოლიმპიუ
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი
გირჩევთ
ყაჩაღობა გალში | ბესო პაპასქუა
14.06.2021