ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინდიგოს ყველაზე პოპულარული მასალები 2021 წელს

წლის მიწურულს ტრადიციულ შეჯამებას ვაკეთებთ და თავს ვუყრით ინდიგოს იმ ტექსტებსა და ისტორიებს, რომლებიც თქვენთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. აქ ნახავთ  2021 წლის ყველაზე პოპულარულ და ხშირად წაკითხულ ტექსტებს.

1. როცა იბრძვი, გარბიხარ, ან შეშდები | ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვებში

ფსიქოლოგიური ძალადობა მუდმივი ემოციური წნეხია, რომლის გამოც ბავშვი საკუთარ სახლში, საკუთარ გარემოში ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. ამ წნეხს განიცდის ყველა ბავშვი, ვისაც ხშირად, ან განუწყვეტლივ თრგუნავენ, ამცირებენ, აშინებენ, შეურაცხყოფენ, ან ემუქრებიან.


დაწვრილებით


2. რიონის ხეობა ფოკუსში | დოკუმენტური ფოტოსერია

დოკუმენტური ფოტოსერია, რომელიც რიონის ხეობაში საპროტესტო ტალღის განვითარებას ასახავს.
ფოტოგრაფი გიორგი ყოლბაია ექვსი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ჩავიდა ხეობაში. ფოტოები 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდშია გადაღებული.

დაწვრილებით


3. ფრანსუაზ საგანი: თვრამეტი წლის ასაკში ცხოვრებას უნდა ფლანგავდე!


"რა თქმა უნდა, ვფლანგავდი! ვფლანგავდი ფულს, ვფლანგავდი დროს, ვფლანგავდი ცხოვრებას... და ეს აბსოლუტურად ისაა, რასაც თვრამეტი წლის ასაკში უნდა აკეთებდე! თვრამეტი წლის ასაკში, ცხოვრებას უნდა ფლანგავდე"!

ესაუბრა პიერ დეგროპი

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

დაწვრილებით


4. ამსტერდამი | შოთა არველაძე

შოთა არველაძე-აიაქსის, ალკმაარისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი - საუბრობს ამსტერდამზე - ქალაქზე, ამსტერდამზე - არენაზე, ფრანკ დე ბურზე, ვან გაალზე, ჰოლანდიურ ფეხბურთზე და ჰოლანდიის ნაკრებზე 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

დაწვრილებით


5. აღარ არსებობს დიდი საზოგადოებრივი მიზნები - სკოლა დღეს
ინტერვიუ განათლების საკითხების მკვლევართან, სიმონ ჯანაშიასთან

"ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც სკოლაში მუშაობს, ამ სისტემას უყურებს, როგორც ინდივიდუალურ ურთიერთობას - კონკრეტული ბავშვი და მისი ოჯახი დამკვეთია, თვითონ კი შემსრულებელი, რასაც დაუკვეთავენ, ის უნდა შეასრულოს და საზოგადოებრივი მიზნები თავისთავად შესრულდება. მგონია, რომ აღარ არსებობს დიდი საზოგადოებრივი მიზნები, რომ, მაგალითად, შემცირდეს უსამართლობა, უფრო თანასწორნი გახდნენ ადამიანები, მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ განვითარების, გათავისუფლდნენ ქალები სახლში იძულებითი შრომისგან, ან ოჯახების გადაწყვეტილებების უპირობოდ შესრულებისგან, რომ საზოგადოებას შეუძლია, იყოს უფრო კულტურული. ვფიქრობ, კომპასი აქვს დაკარგული განათლების სისტემას, თითქოს, გადარჩენას ცდილობს იმ პირობებში, რაშიც აღმოჩნდა".

დაწვრილებით


6. ეს ნუში მკვახეა | ნესტან ნენე კვინიკაძე


ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ბავშვისთვისაც ყოველდღიურობაა ნორმა. ზუმში ადაპტირებულები, შემდეგ საკლასო ოთახებში ნიღბებით ბრუნდებიან. გვიხარია და მეგობრებს ვეუბნებით, რომ არაფერია საინტერესო ზუმის არქიტექტონიკაში. ის ჩვენი დამარცხების სარკეა.

დაწვრილებით


7. პირველი სიყვარული | მაშო სამადაშვილი

"ამ წიგნის კითხვა მის წაკითხვამდე დავიწყე - Facebook-ზე დისკუსიას წავაწყდი, ჩემი ლიტერატურის მოყვარული მეგობრები თამთა მელაშვილის ახალი რომანის სახელწოდების სხვადასხვა ენაზე თარგმნას ცდილობდნენ. ამ სამმა სიტყვამ - „შაშვი შაშვი მაყვალი“ პირველად მაშინ მომჭრა ყური. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, სიტყვების თამაში იყო? ისევ რამე გათვლა, რომელიც ჯერ არ მსმენოდა? მთავარ გმირი შაშვივით შავ მაყვალს მოკრეფდა წიგნში"?

- მაშო სამადაშვილი

დაწვრილებით


8. როგორ (არ) გავხდეთ მანქანა - ტუტორიალი | ზურა ჯიშკარიანი

"სადღაც გადავეყარე საინტერესო ვიდეოს, სადაც ერთი ბუდისტი ბერი რობოტებზე საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანისთვის უკეთესი იყოს რომ ის გადაიქცეს მანქანად. შესაძლოა მანქანურობა ერთადერთი გზაა თავი დააღწიო გადაბადებების უსასრულო ციკლს, ერთგვარი ბილეთია ნირვანისკენ".

დაწვრილებით


9.  გმირები და გმირობა პოსტჰეროიკულ სამყაროში | გიორგი მაისურაძე

ტერმინი „პოსტჰეროიკული“ – ანუ ჰეროიკულის შემდეგ – იმ ისტორიული ეპოქის დასასრულს აღნიშნავს, რომელშიც გმირობა ცხოვრების უმაღლეს იდეალს წარმოადგენდა. შესაბამისად, პოსტჰეროიკული ისეთი მდგომარეობაა, რომელშიც ჰეროიზმი აღარც იდეალია და აღარც გმირის შარავანდედით შემოსვა შეგვიძლია. ესაა დრო, როდესაც ძველ გმირებსაც სამუზეუმო ან რიტორიკული ფიგურების ფუნქცია შემორჩათ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათი სახელები პოპულისტურ პოლიტიკურ პროპაგანდაში ჩნდება. რამ გამოიწვია ამხელა ტრანსფორმაცია ჰეროიკულიდან პოსტჰეროიკულამდე? ამის გასაგებად თავად გმირობის, როგორც ცხოვრების იდეალის საფუძვლებსა და პირობებზე ვიფიქროთ.

დაწვრილებით

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა